საზოგადოებრივი
104.5 FM
245

საია-მ შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 13:09:00


საია-მ  შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში ჩატარებული საქველმოწმედო საფეხბურთო მატჩი პოლიტიკურ აგიტაციათ არ ჩათვალა. 

საია-ს იურისტის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, საინტერესოა სასამართლო განმარტება როგორი იქნება აგიტაციასთან და უკანონო აგიტაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ორგანიზაციამ 2016 წელსაც მიმართა ცესკო-ს და სასამართლოს, როდესაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო აგიტაციაში და ადგილი ჰქონდა სოციალურ მიმართვებს.

“როგორც კი ანდრეი შევჩენკოს კომენტარი გავრცელდა, ჩვენ დაუყოვნებლივ განცხადებით მივმართეთ ცესკო-ს. განცხადებაში საუბარი იყო, რომ შევჩენკო კახი კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და ის მიიჩნევდა, რომ კალაძე კარგი მერი იქნებოდა. აქედან გამომდინარე,  ამ შემთხვევას ვაფასებთ, როგორც სააგიტაციო ღონისძიებას და ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში უკანონო აგიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა აგიტაციაში. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანდიდატის ხელშეწყობას და მეორე შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანონით ეკრძალებათ საააგიტაციო ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს ღონისძიება მიმართული იყო იმ კუთხით, რომ ადგილი ჰქონოდა აგიტაციას“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

 ცესკო-მ განმარტა, რომ გამართული მატჩი არ იყო სააგიტაციო ღონისძიება და ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ანდრეი შევჩენკომ სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რადგან 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩის შემდეგ განაცხადა - „ჩემს მეგობარ კახი კალაძეს წარმატებას გულით ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქართველები ახალგაზრდულ ლიგაზე - წიტაიშვილი „ინტერთან“ ვერაფერს გახდა, დარასელია თბილისში ვერ ჩამოვა
ქართველები ახალგაზრდულ ლიგაზე - წიტაიშვილი „ინტერთან“ ვერაფერს გახდა, დარასელია თბილისში ვერ ჩამოვა
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში, გუშინ რამდენიმე გუნდში ქართველმა ახალგაზრდებმაც ითა
წაკითხვა
„საბურთალოს“ მწვრთნელი - „ბურსას“ გამოგდება არა მხოლოდ კლუბის, არამედ ქართული ფეხბურთის გამარჯვებაც არის
„საბურთალოს“ მწვრთნელი - „ბურსას“ გამოგდება არა მხოლოდ კლუბის, არამედ ქართული ფეხბურთის გამარჯვებაც არის
„საბურთალომ" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშების განმეორებითი შეხვედრა „ბურსასფორთა
წაკითხვა
„საბურთალო“ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე სერბეთის ჩემპიონს შეხვდება
„საბურთალო“ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე სერბეთის ჩემპიონს შეხვდება
„საბურთალოს" მეტოქე ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე სერბული „ბროდა
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგა, C ჯგუფი - „ჩელსის“ და „რომას“ მატჩში 6 გოლი გავიდა
ჩემპიონთა ლიგა, C ჯგუფი - „ჩელსის“ და „რომას“ მატჩში 6 გოლი გავიდა
დღის ცენტრალურ მატჩს „ჩელსისა“ და „რომას“ შორის ფანტასტიკური სცენარი ჰქონდა. ჯერ „ჩელსი“ 2:0-
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგა, B ჯგუფი - პსჟ-ს დიდ ტრიოს ცხრა გოლი დაუგროვდა
ჩემპიონთა ლიგა, B ჯგუფი - პსჟ-ს დიდ ტრიოს ცხრა გოლი დაუგროვდა
B ჯგუფის ორივე მატჩი ისევ დიდი ანგარიშით დასრულდა. ამ ჯგუფში ექვსი თამაშია ჩატარებული და ასეთ
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგა, D ჯგუფი - ლიონელ მესიმ ევროთასებზე მე-100 გოლი გაიტანა
ჩემპიონთა ლიგა, D ჯგუფი - ლიონელ მესიმ ევროთასებზე მე-100 გოლი გაიტანა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის D ქვეჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს „ბარსელონა“. კატალონურმა გრანდ
წაკითხვა
მარკოიშვილის 7 ქულა და „რეჯიო ემილიას“ გამარჯვება „ევროთასზე“
მარკოიშვილის 7 ქულა და „რეჯიო ემილიას“ გამარჯვება „ევროთასზე“
საკალათბურთო „ევროთასზე“ დღეს რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მოიგო მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგა, A ჯგუფი - „მანჩესტერმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ჩემპიონთა ლიგა, A ჯგუფი - „მანჩესტერმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ტური დასრულდა - გაიმართა მატჩები A, B, C და D ჯგუფებში.&
წაკითხვა