საზოგადოებრივი
104.5 FM
399

დონალდ ტრამპმა განკარგულებას Obamacare​ -ის ცვლილების შესახებ ხელი მოაწერა

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 00:33:00

აშშ-ის სენატში არაერთხელ ჩაშლილი კენჭისყრის შემდეგ, რამაც ჯანდაცვის პროგრამა Obamacare ახალი პროგრამით ვერ ჩაანაცვლა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულებას ხელი მოაწერა. 

დოკუმენტის თანახმად, ბარაკ ობამას მემკვიდრეობად წოდებული ჯანდაცვის პროგრამა ახალი განკარგულების ფარგლებში ეტაპობრივად შეიზღუდება.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ Obamacare შეერთებული შტატების ბიუჯეტისთვის იმდენად დიდი ზარალის მომტანი იყო, რომ „ყველა დადგენილ ჩარჩოს სცილდებოდა“.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი დაპირება პაციენტის ჯანდაცვისა და მზრუნველობის რეფორმის (რომელიც Obamacare-ის სახელწოდებითაა ცნობილი) გაუქმება იყო. თუმცა სენატში რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული ჯანდაცვის ახალი კანონპროექტი ვერ დამტკიცდა. კანონპროექტზე მუშაობა ბოლო ოთხი თვეა მიმდინარეობს.

სენატში ბოლო კენჭისყრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სექტემბრის ბოლოს გაიმართა. ჯანდაცვის პროგრამა Obamacare-ის ჩანაცვლებას ახალი პროგრამით, რომელიც გრაჰამ-კასიდის კანონპროექტის სახელწოდებითაა ცნობილი, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მხარი არ დაუჭირა.

მაკკეინმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ რესპუბლიკურ პარტიაში ჯანდაცვის ახალი კანონპროექტის შესახებ ერთსულოვნება არასოდეს იქნება, რადგან Obamacare-ის ჩანაცვლება არსებულზე უკეთესი პროგრამით უნდა მოხდეს.

გრაჰამ-კასიდის კანონპროექტი ბარაკ ობამას მიერ დაწყებული ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებას და ახალი პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც 23 მილიონი ამერიკელი, ვისი წლიური შემოსავალიც 26 ათას დოლარს არ აღემატება, სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება.

Obamacare-ის გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დემოკრატები. კანონპროექტის დასამტკიცებლად რესპუბლიკელებს სენატორების 50 ხმა სჭირდებათ. ბოლო კენჭისყრაზე მათ მხოლოდ ერთი ხმა დააკლდათ.

წყარო: NBC

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპი სენატორებს უპირისპირდება - ამერიკული მედია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე წერს
დონალდ ტრამპი სენატორებს უპირისპირდება - ამერიკული მედია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე წერს
დონალდ ტრამპს და თანაპარტიელებს შორის დაპირისპირება მწვავდება. თეთრი სახლის ლიდერი ამჯერად გავლენიან სენატორებს უპირისპირდება. მათ შორისაა
წაკითხვა
დონალდ ტრამპი ჯონ მაკკეინს დაემუქრა
დონალდ ტრამპი ჯონ მაკკეინს დაემუქრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს დაემუქრა. როგორც აშშ-ის ლიდერმა
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - საბერძნეთი აშშ-ის ერთგული პარტნიორი და მეგობარია
დონალდ ტრამპი - საბერძნეთი აშშ-ის ერთგული პარტნიორი და მეგობარია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ ცვლის
დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ ცვლის
წინააღმდეგობის მიუხედავად, დონალდ ტრამპი
წაკითხვა
რა შეფასებები მოჰყვა დონალდ ტრამპის ირანთან დაკავშირებით გაკეთებულ  განცხადებას ევროკავშირსა და ახლო აღმოსავლეთში
რა შეფასებები მოჰყვა დონალდ ტრამპის ირანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირსა და ახლო აღმოსავლეთში
ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება ა
წაკითხვა
ნენსი პელოსი - ტრამპის პოლიტიკა სახიფათოა როგორც აშშ-ის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის
ნენსი პელოსი - ტრამპის პოლიტიკა სახიფათოა როგორც აშშ-ის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის
დემოკრატების ლიდერი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ნენსი პელოსი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - ჩვენი მონაწილეობა ირანის ბირთვულ შეთანხმებაში შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავწყვიტო
დონალდ ტრამპი - ჩვენი მონაწილეობა ირანის ბირთვულ შეთანხმებაში შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავწყვიტო
ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს აღარ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის
წაკითხვა