საზოგადოებრივი
104.5 FM
928

აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა „ახალი ვარსკვლავი“

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-12 21:31:00

გუშინ, ასტრონომებმა საზოგადოებას ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის აღმოჩენის შესახებ ამცნეს. იგი ამ ტიპის ყველზე კაშკაშა ვარსკვლავია მათ შორის, რაც კი ოდესმე გვიპოვია — ნოვა, რომელიც მეზობელი გალაქტიკის, მაგელანის პატარა ღრუბლის მიმართულებით აღმოაჩინეს. 

სვიფტის თანამგზავრული ობსერვატორიის გამოყენებით, ლესტერის უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა ამ დრომდე ხილულთა შორის. 

ნოვა, ანუ ე. წ. ახალი ვარსკვლავი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ბებერი ვარსკვლავი ამოიფრქვევა და სიცოცხლეს იბრუნებს. ახლო ბინარულ (ორმაგ) ვარსკვლავრ სისტემებში, რომლებიც თეთრი ჯუჯასა და მზის მსგავსი კომპანიონი ვარსკვლავისგან შედგება, თეთრი ჯუჯა კომპანიონს მატერიას აცლის და თანდათან იზრდება მანამ, სანამ კრიტიკულ სიმძიმეს მიაღწევს. ამ მომენტში უკვე იწყება უკონტროლო ბირთვული წვა, რაც განაპირობებს სიკაშკაშის უცაბედ და უზარმაზარ მატებას. მას ნოვას (ახალი ვარსკვლავი) უწოდებდნენ, რადგან ძველი ხალხისთვის ის მართლაც ახალი ვარსკვლავივით ჩნდებოდა ღამის ცაზე. 

როგორც წესი, ნოვები ხილულ სინათლეში ჩანს, მაგრამ ხშირად გამოყოფს მაღალენერგიულ რენტგენულ გამოსხივებასაც. ერთობლივად, ეს ორი განსხვავებული მონაცემი მკვლევრებს მრავალ ცნობას აწვდის თეთრ ჯუჯაზე, მაგალითად მისი ტემპერატურისა და ქიმიური შემადგენლობის შესახებ. 

სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში განთავსებული ტელესკოპების, ასევე სვიფტის თანამგზავრული ობსერვატორიის გამოყენებით, სამხრეთ აფრიკის ასტრონომიული ობსერვატორიის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს აღმოჩენილი ნოვა სახელად SMCN 2016-10a, ყველაზე კაშკაშა ნოვაა მაგელანის პატარა ღრუბელში ოდესმე აღმოჩენილთა შორის. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მათ შორის, რაც კი ოდესმე სხვა ნებისმიერ გალაქტიკაში აღმოუჩენიათ. მათ მიერ ჩატარებული დაკვირვებები ერთ-ერთი ყველაზე ამომწურავია ამ გალაქტიკაში ნოვების შესახებ ჩატარებულ კვლევებს შორის.  

200 000 სინათლით მოშორებული მაგელანის პატარა ღრუბელი ირმის ნახტომის ერთ-ერთი ყველაზე ახლომდებარე კომპანიონი გალაქტიკაა; არის ჯუჯა, ჩვენსაზე გაცილებით ნაკლებად მასიური გალაქტიკა. ჩვენს გალაქტიკაში ნოვები ხშირად ხდება, წელიწადში დაახლოებით 35, მაგრამ SMCN 2016-10a პირველი ნოვაა, რომელიც 2012 წლის შემდეგ მაგელანის პატარა ღრუბელში დააფიქსირეს. 

სვიფტის ჯგუფის წევრი, დოქტორი კიმ პეიჯი რენტგენულ ანალიზებს წარუძღვა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი პოლ კუინი კი ულტრაიისფერს. 

„სვიფტის სწრაფად შეპასუხების უნარი, თავის დღიურ გეგმასთან ერთად, მას იდეალურ ხელსაწყოდ აქცევს გარდამავალ ობიექტთა კვლევისათვის, მათ შორის ნოვების შესასწავლად. მან შესძლო ნოვაზე დაკვირვება ამოფრქვევის დროს; ამოფრქვევათა დაწყების შემჩნევიდან პირველივე დღეს, ტელესკოპმა შეაგროვა ძალიან საჭირო რენტგენული და ულტრაიისფერი მონაცემები. რენტგენული გამოსხივების მონაცემები გადამწყვეტი აღმოჩნდა იმის დასადგენად, რომ თეთრი ჯუჯას მასა ძალიან უახლოვდებოდა თეორიულ მაქსიმუმს; უწყვეტმა აკრეციამ კი შეიძლება თანდათანობით გამოიწვიოს მისი მთლიანად განადგურება, სუპერნოვად აფეთქების სახით“, — ამბობს დოქტორი პეიჯი. 

„მსოფლიო დონის ტელესკოპებით ნოვაზე დაკვირვება ტალღის სხვადასხვა სიგრძეში, გვეხმარება გამოვავლინოთ ნოვას მიერ გამოტყორცნილი მატერიის გარემო პირობები“, — აღნიშნავს დოქტორი კუინი. 

„მიუხედავად იმისა, რომ შორეული ნოვას პირდაპირი კვლევა რთულია, მისი განლაგება ცაზე, მაგელანის პატარა ღრუბლის მიმართულებით და ყველაფერი, რაც ნოვას შესახებ ვიცით, მიგვანიშნებს, რომ ის ამ ჯუჯა გალაქტიკაში მდებარეობს. შედეგად, ეს ნოვა ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშაა მათ შორის, რაც კი ოდესმე გვინახავს და შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მისი აფეთქებების შესწავლა“, — ამბობს სვიფტის ტელესკოპის ჯგუფის ხელმძღვანელი ლესტერის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ჯულიან ოზბორნი. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნოვაკ ჯოკოვიჩმა სერბეთში უფასო რესტორანი გახსნა [ფოტოები]
ნოვაკ ჯოკოვიჩმა სერბეთში უფასო რესტორანი გახსნა [ფოტოები]
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკო
წაკითხვა
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ 2017-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში წლის საუკეთესო მეცნიერები დაჯილდოვდნენ
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ 2017-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში წლის საუკეთესო მეცნიერები დაჯილდოვდნენ
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ 2017-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში წლის საუკეთესო მეცნიერები დაჯილდოვდნენ. 
წაკითხვა
თბილისში ხვალ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
თბილისში ხვალ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
ხვალ თბილისში, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. რიყის პარკში დღის 12 საათზე ფესტივალი სტარტს აიღებს. სტუმრებს
წაკითხვა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური
წაკითხვა
მარიამ ჯაში - ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარეობა არის ძალიან დიდი პატივი და შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი გლობალურ დიალოგში ჰუმანური და მდგრად
მარიამ ჯაში - ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარეობა არის ძალიან დიდი პატივი და შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი გლობალურ დიალოგში ჰუმანური და მდგრად
ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარეობა არის ძალიან დიდი პატივი და შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა გლობალურ დიალოგში ჰუმანური
წაკითხვა
საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარე გახდა
საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარე გახდა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური
წაკითხვა
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
თითქმის 600 წლის წინ, 1437 წლის 11 მარტის
წაკითხვა
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის მოშორ
წაკითხვა