საზოგადოებრივი
104.5 FM
296

ანა დოლიძე - მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს

გამოქვეყნებულია 2017-10-12 21:10:00

ანა დოლიძე - მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა. უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ანა დოლიძისგან ვერც ერთი იურიდიული და სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოისმინეს და აღნიშნეს, რომ ანა დოლიძეს და საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია აქვთ.

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხისგან შედგება, აქედან 5 საკითხი, ან ,,ქართული ოცნების'' ინიციატივაა, ან ,,ქართული ოცნების'' მიერ ვენეციის კომისიის წინაშე აღებული ვალდებულება.

„შენიშვნებში ერთი საკითხი - პრეზიდენტის არჩევის წესი - ის საკითხია, რაზეც საქართველოს მოსახლეობას ცალსახა პოზიცია აქვს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მომავლისთვის, ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე გადაედო. ეს 6 პუნქტი, რომელებიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეყრდნობა სრულიად პარტიულ კონსენსუსს, გარდა მმართველი პარტიის. აქედან გამომდინარე, ის გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიციას და, რაც მთავარია, თვისობრივად ახალ სახეს სძენს კონსტიტუციას'', - აღნიშნა ანა დოლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კი „დღეს სამწუხაროდ უმრავლესობის წევრების მხრიდან ვისმენდით ანა დოლიძისადმი პირად შეურაცხყოფებს რაც ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მაქსიმალურად ცდილობდა იურიდიული არგუმენტებით, პოლიტიკური არგუმენტებით დაერწმუნებინა უმრავლესობა კონსტიტუციის მნიშვნელობაში და აი ამ სახალხო დოკუმენტის ფართო კონსენსუსით მიღების მნიშვნელობაში. სამწუხაროდ, ამის პასუხად ანა დოლიძე იღებდა პირად შეურაცხყოფებს“.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გია გაჩეჩილაძე ანა დოლიძეს - რატომ არის ის 20 პარტია მნიშვნელოვანი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოიკრიბა და თქვენ ერთპარტიულობის დროშით სათავეში ჩაუდექით
გია გაჩეჩილაძე ანა დოლიძეს - რატომ არის ის 20 პარტია მნიშვნელოვანი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოიკრიბა და თქვენ ერთპარტიულობის დროშით სათავეში ჩაუდექით
ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, კონსტიტუციური პროექტის ერთპარ
წაკითხვა
ანა დოლიძე - თუ პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაძლევს, ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა, მივიღოთ მრავალპარტიული თანხმობის უმაღლესი საკანონმდებლო დოკუმენტი
ანა დოლიძე - თუ პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაძლევს, ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა, მივიღოთ მრავალპარტიული თანხმობის უმაღლესი საკანონმდებლო დოკუმენტი
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაძლევს, ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთპარტიული კონს
წაკითხვა
ანა დოლიძე - პრეზიდენტის ცდილობს, რომ ერთპარტიული დოკუმენტი გახდეს ყველა პარტიის კუთვნილება
ანა დოლიძე - პრეზიდენტის ცდილობს, რომ ერთპარტიული დოკუმენტი გახდეს ყველა პარტიის კუთვნილება
პრეზიდენტის ცდილობს, რომ ერთპარტიული დოკუმენტი გახდეს ყველა პარტიის, პოლიტიკური სპექტრის კუთვ
წაკითხვა
ანა დოლიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა უმრავლესობის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ დოკუმენტში შეცდომების გასწორების მცდელობაა
ანა დოლიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა უმრავლესობის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ დოკუმენტში შეცდომების გასწორების მცდელობაა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გა
წაკითხვა
ანა დოლიძე - მოსახლეობას მომდევნო კვირის დასაწყისში ეცოდინება, იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე
ანა დოლიძე - მოსახლეობას მომდევნო კვირის დასაწყისში ეცოდინება, იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე
საბოლოო ჯამში, მოსახლეობას მომდევნო კვირის დასაწყისში ეცოდინება, იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე და როგორი იქნება ის,- ა
წაკითხვა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციაში გაემგზავრა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციაში გაემგზავრა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლი
წაკითხვა
ანა დოლიძე - კონსტიტუცია, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს
ანა დოლიძე - კონსტიტუცია, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს
დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს და მიღებიდან რამდენიმე საათში
წაკითხვა
ანა დოლიძე - დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის გარდა ერთი პარტიისა, ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი
ანა დოლიძე - დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის გარდა ერთი პარტიისა, ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი
როგორც კი იქნება საბოლოო რედაქცია გადმოგზავნილი, ბუნებრივია, პრეზიდენტი კონსტიტუციით დადგენილ
წაკითხვა