საზოგადოებრივი
104.5 FM
334

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვალა

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-12 19:50:00

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იმავდროულად დე ფაქტო ვიცე-პრემიერი იყო, „თანამდებობიდან გადააყენა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემა „აფსნი რუ“ ავრცელებს. 

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პოსტიდან ასლან კობახიას გათავისუფლების და აღნიშნულ „თანამდებობაზე“ გარი არშბას დანიშვნის შესახებ ე.წ. ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა და დე ფაქტო უწყების წარმომადგენლებს თავად წარუდგინა. 

„უკვე აუცილებელია, დავიწყოთ მუშაობა სხვაგვარად. შსს-მ უნდა გაამკაცროს ბრძოლა კრიმინალთან. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მინისტრი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს. მან კარგად იცის ეს სფერო. აუცილებელია, რომ ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს“, - განაცხადა ხაჯიმბამ. 

გარი არშბა ოკუპირებული ტყვარჩელიდანაა, თუმცა 1999 -2008 წლებში რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებაში მუშაობდა. 2008 -2012 წლებში არშბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელად და სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა განყოფილებაში, 2013-2017 წლებში კი რუსეთის შსს-ს მთავარ სამმართველოში, ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში მუშაობდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნები მიმდინარეობს
რუსული წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში. <
წაკითხვა
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნების მიმდინარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წვრთნების ჩატარებ
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში,
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის მედია - ევროპარლამენტი რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხით დაინტერესდა
ოკუპირებული აფხაზეთის მედია - ევროპარლამენტი რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხით დაინტერესდა
იუნესკოსთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კეთილი ნების ელჩთა მიმართვას ევროპარლამენტიდან რეაგი
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში დაუდგენელი პირები პალმებს წვავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში დაუდგენელი პირები პალმებს წვავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაუდგენელი პირები პალმებს ანადგურებე
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრი - დღეს, აფხაზური არმია მზადაა ნებისმიერ აგრესორს გაუწიოს წინააღმდეგობა
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრი - დღეს, აფხაზური არმია მზადაა ნებისმიერ აგრესორს გაუწიოს წინააღმდეგობა
ოკუპირებული აფხაზეთში დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს შექმნის 25-ე წლისთავი „აღნიშნეს“. 
წაკითხვა
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო ზომებს იღებენ
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო ზომებს იღებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში აზიურმა
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებიან
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებიან
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ოჩამშირეში ქა
წაკითხვა