საზოგადოებრივი
104.5 FM
2280

კოსმოსური დაკრძალვა - მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-12 19:33:00

გსურთ, თქვენი ფერფლი კოსმოსში მიმოიფანტოს? მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ შესაძლოა ეს ის გამოსავალი არ იყოს, რომელსაც ეძებთ. 

გარდა ამისა, ამ საქმეში დიდი სიფრთხილე გვმართებს — როდის და სად უნდა დავიწყოთ მსგავსი მოქმედება? 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დიადი კარლ სეიგანი წერდა: 

„ყველა ის კლდოვანი თუ მეტალური ნივთიერება, რომელიც ჩვენ გვასაზრდოებს — რკინა ჩვენს სისხლში, კალციუმი კბილებში, ნახშირბადი ჩვენს გენებში — მილიარდობით წლის წინ წარმოიქმნა წითელი გიგანტი ვარსკვლავის წიაღში. ჩვენ მთლიანად ვარსკვლავის ნაბოძები ნივთიერებებისგან შევდგებით“. 

მართალია, აგებული ვართ ვარსკვლავური ნივთიერებებით, მაგრამ არა, კვლავ ვარსკვლავურ ნედლეულს ჯერ ვერანაირად ვერ დავუბრუნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ამას დაჟინებით მოითხოვს ერთ-ერთი ახალი კომპანია. 

აშშ-ში უკვე არსებობს კოსმოსური დამკრძალავი კომპანიები, მაგალითად Celestis და Elysium Space, რომლებსაც ადამიანის ფერვლი ორბიტაზე გააქვთ, შემდეგ კი კვლავ დედამიწაზე აბრუნებენ. მათგან განსხვავებით, ბრიტანული კომპანია Ascension-ი მომხმარებელს დაკრძალვის ახალი ტიპის სერვისს სთავაზობს — გარდაცვლილი ადამიანის ფერფლის კოსმოსში მიმოფანტვას. 

„მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში“, — იუწყება კომპანიის საიტი. 

წაღების მეთოდი შემდეგია: ამინდის საჰაერო ბუშტი ადამიანის კრემირებულ ფერფლს ცაში წაიღებს, მაქსიმუმ 35 კმ სიმაღლეზე, სტრატოსფეროში. 

ეს სიმაღლე კი, ოფიციალურად არის „ახლო კოსმოსი“, რადგან აღემატება არმსტრონგის ზღვარს, რომელიც 19 კმ სიმაღლემდე ვრცელდება. ამ წერტილიდან, ატმოსფერო იმდენად თხელია, რომ წყალი დუღილს იწყებს ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე. ადამიანები იქ წნევისგან დამცავი სკაფანდრის გარეშე ვერ გადარჩებიან. 

თუმცა, ამ განცხადებას არ ეთანხმებიან სპეციალისტები. 

„ვერ ვიტყვი, რომ არმსტრონგის ზღვარი მიჩნეულია ატმოსფეროსა და კოსმოსის საზღვრად. მაგალითად, ავსტრალიის ამჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით, კოსმოსი 100 კმ სიმაღლიდან იწყება“, — განუცხადა ScienceAlert-ს ფლინდერსის უნივერსიტეტის კოსმოსურმა არქეოლოგმა ელაის გორმანმა. 

„100 კილომეტრიან ზღვარს ასევე უწოდებენ კარმანის ხაზს — იგი კოსმოსს ყოფს ჰაერისგან, შესაბამისად, ამ ხასზ ქვემოთ მოქმედებს საავიაციო რეგულაციები“. 

ეს ხაზი საკმაოდ მნიშნველოვანია. მის მიღმა ატმოსფერო იმდენად თხელია, რომ აეროდინამიკა — ჰაერში მოძრაობის მეცნიერება — უკვე აღარ ვრცელდება და ასპარეზს იღებს კოსმოსში მოძრაობის მეცნიერება — ასტროდინამიკა. 

„ამ ზღვარს მიღმა, თქვენ უკვე ასტრონავტი ხართ“, — უთხრა ScienceAlert-ს მონაშის უნივერსიტეტის ასტრონომმა მაიკლ ბრაუნმა. 

NASA და აერონავტიკის საერთაშორისო ფედერაცია (საჰაერო სპორტის ფედერაცია)  კარმანის ხაზს იყენებენ საზღვრად, რომლის გადამკვეთიც უკვე ასტრონავტია. 

აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა პრინცპის ეფუძნება ამ კომპანიის მიერ შემოთავაზებული „კოსმოსური დაკრძალვა“? როდესაც აეროსტატი (გასაბერი ბალონი) თავის მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს, სპეციალური ყუთი გაიხსნება და შიგ მოთავსებული ფერფლი გადმოიყრება. 

როგორც კომპანია Ascension-ი თავის საიტზე წერს, ფერფლის დიდი ნაწილი კვლავ დედამიწაზე ჩამოცვივა. პლანეტაზე ჩამოვარდება ფერფლის ყუთიც, რომელიც GPS-ით არის აღჭურვილი; შემდეგ მას იპოვის კომპანიის ჯგუფი და ფერფლის გარკვეულ, უკან ჩამოტანილ ნაწილს, შესანახად გარდაცვლილის ოჯახს გადასცემს. 

როგორც კომპანია აცხადებს, ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ ფერფლის ზოგიერთმა ნაწილაკმა გაქცევა მოახერხა და დედამიწის ორბიტამდე ავიდა. თუმცა, ელაის გორმანი შენიშნავს, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ არ არსებობს გზა, რომლითაც ამას შევამოწმებთ. 

გარდა ამისა, გორმანი იმასაც აღნიშნავს, რომ კოსმოსში ფერფლის მიმოფანტვა არც თუ ისე კარგი იდეაა. 

„თუკი ფერფლი ორბიტაზე მიმოიფანტება, იგი შეუერთდება იქ 7-8 კმ/წმ სიჩქარით მოძრავ მილიონობით ციცქნა კოსმოსურ ნაგავს“, — ამბობს გორმანი. 

„ამ ზომის ნაგავი კი სერიოული საფრთხეა კოსმოსური ხომალდებისათვის. ერთეული საფრთხე უმნიშვნელოა, მაგრამ საზიანოა ერთობლივი ეფექტი. საბედნიეროდ, დედამიწის ქვედა ორბიტაზე, ეს ნაწილაკები პლანეტის ატმოსფეროში სწრაფად შედის და იწვება“.   

თუკი კომპანიის საიტს დავეყრდნობით, სერვისი მართლაც მიმზიდველად გამოიყურება — „მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში“. 

„კოსმოსში ღრმად ჩახედული ვარ და მე 100 კმ სიმაღლე მსურს, ეს კომპანია კი ამ ზღვარს ვერ სცდება“, — ამბობს მაიკლ ბრაუნი. 

მას ეთანხმება ელაის გორმანიც. 

„თუკი ანდერძად დავტოვებდი ჩემი ფერფლის კოსმოსში გაფანტვას, ალბათ ბევრად დიდ სიმაღლეს ვისურვებდი“. 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
უკვე 20 წელზე მეტია, ფიზიკოსები თავს იმტვ
წაკითხვა
ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის
ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის
ავსტრალიის ფედერალური მთავრობის ცნობით, ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ექნება ეროვნული კოსმოსური სააგე
წაკითხვა
კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან 40 წელი გავიდა -  „ვოიაჯერ ერთის“ მოგზაურობა გრძელდება
კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან 40 წელი გავიდა - „ვოიაჯერ ერთის“ მოგზაურობა გრძელდება
შესაძლო უცხოპლანეტელებისთვის კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან
წაკითხვა
ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს
ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს
"რომას" ლეგენდის ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიანი მაისური კოსმოსში გაუშვეს. ეს მოხდა რაკ
წაკითხვა
კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოები
კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოები
წაკითხვა
რა ბედი ელის სამყაროს „გუგოლი“ წლის შემდეგ - ყველაფერი შემზარავად შავბნელია [ვიდეო]
რა ბედი ელის სამყაროს „გუგოლი“ წლის შემდეგ - ყველაფერი შემზარავად შავბნელია [ვიდეო]
„საიდან მოვდივართ?“ ან „სად მივდივართ?“ —
წაკითხვა
იდუმალი ცივი ლაქა კოსმოსში - პარალელური სამყაროს შესაძლო მტკიცებულება
იდუმალი ცივი ლაქა კოსმოსში - პარალელური სამყაროს შესაძლო მტკიცებულება
კოსმოსში აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ცივ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგისა და 32 მოწინავე ფიზიკოსის მწვავე წერილი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით
სტივენ ჰოკინგისა და 32 მოწინავე ფიზიკოსის მწვავე წერილი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით
საუკუნეთა მანძილზე, სამყაროს წარმოშობის საკითხი ადამიანებს საგონებელში აგდებდა. ეს საკითხი მუ
წაკითხვა