საზოგადოებრივი
104.5 FM
222

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის სამუშაო ოთახში ადმინისტრაციის წევრების შეშვებაზე - საკითხი ამოწურულია და ოპონენტებისგან ჭიქაში ქარიშხალი არაა საჭირო

თამარ წიკლაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-12 19:10:00

მსგავსი ამკრძალავი ნორმა რადგან არ არის, აკრძალვა არ იქნება. პრობლემა მოგვარებულია, საკითხი ამოწურულია და ამ საკითხზე ოპონენტებისგან ჭიქაში ქარიშხალი არაა საჭირო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლის თემასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის საპასუხოდ განაცხადა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, განცხადებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა. საკითხით სალომე სამადაშვილი დაინტერესდა. მას მამუკა მდინარაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ საკითხი აღმოფხვრილია და პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეეძლებათ ხვალ ქუთაისში შესვლა. 

აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმაც მიაწოდა. პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, ალექსანდრე ტაბატაძეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არ შეშვების საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ ყოფილა და პრობლემა უკვე მოგვარებულია. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ქუთაისის პარლამენტის შენობაში მდებარე პრეზიდენტის ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მოლდოვას პრეზიდენტს შესაძლოა, იმპიჩმენტი დაემუქროს
მოლდოვას პრეზიდენტს შესაძლოა, იმპიჩმენტი დაემუქროს
მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს მთავრობის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბლოკირების უფლება ჩამოართვა. 
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე ბირუსელშია და 18 ოქტომბერს ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს
მიხეილ ჯანელიძე ბირუსელშია და 18 ოქტომბერს ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელშია. მიხეილ ჯანელიძე 18 ოქტომბერს შეხვედრებს ევრო
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენის თხოვნით მიმართა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენის თხოვნით მიმართა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს სჯერა, რომ ნატო, როგორც უსაფრთხოების ეფექტიანი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს თავისი წევრების სტაბილურობასა და მშვიდობას
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს სჯერა, რომ ნატო, როგორც უსაფრთხოების ეფექტიანი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს თავისი წევრების სტაბილურობასა და მშვიდობას
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის ორივე შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის ორივე შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს
ირაკლი კობახიძე - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის
წაკითხვა
 წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი - საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტს აფასებს
წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი - საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტს აფასებს
საქართველო-იტალიის თანამშრომლობა და წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში, ოფიციალური ვიზიტის ფ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთმა დაგვსაჯა ოკუპაციით, რადგან გადავწყვიტეთ, ვიყოთ დამოუკიდებლები
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთმა დაგვსაჯა ოკუპაციით, რადგან გადავწყვიტეთ, ვიყოთ დამოუკიდებლები
ჩვენ დასჯილები ვართ, რადგან გადავწყვიტეთ, ვიყოთ დამოუკიდებლები. ამის გამო დაგვსაჯა რუსეთმა. ეს სასჯელი არის ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს
წაკითხვა