საზოგადოებრივი
104.5 FM
263

ფილიპინების პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს გაძევებით ემუქრება

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-12 18:40:00


„ტელეგრაფის“ ცნობით, როდრიგო დუტერტემ მკაცრი განცხადება გააკეთა, რომელშიც ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების ელჩებს, რომლებიც შეეცდებიან „ჩაერიონ“ ფილიპინების პრეზიდენტის მიერ ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში, გაძევებით დაემუქრა.

ამ ბრძოლას შარშანდელი ივნისიდან 12 ათასი ადამიანი შეეწირა. მათგან 4000 პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. დანარჩენები კი ნიღბიანი თავდამსმელების ტყვიას ემსხვერპლნენ.

მანილაში სიტყვით გამოსვლისას როდრიგო დუტერტემ ევროკავშირის ელჩების მისამართით უცენზურო ლექსიკის გამოყენებასაც არ მოერიდა.

„თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ უბრალო „ჭკუასუსტები“ ვართ? ამ ქვეყნების ელჩებს გაკვეთილი უნდა ჩავუტაროთ. ჩვენ შეგვიძლია გავწყვიტოთ თქვენთან დიპლომატიური ურთიერთობები, თქვენ ჩემი ქვეყნის დატოვება 24 საათში მოგიწევთ“, - განაცხადა დუტერტემ.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებს ფილიპინების შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ. „ფილიპინებში კოლონიალიზმი დიდი ხანია დასრულდა. ტვინს ნუ ბურღავთ“, - განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.

ბოლო პერიოდში ფილიპინების მთავრობას ნარკოტიკებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ მიმართული დაუნდობელი ბრძოლის გამო ხშირად აკრიტიკებენ. 38 ქვეყანა მანილას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვით დაემუქრა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თამარ ჟვანია - ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატად იმამის წარდგენა, არ უკავშირდება საარჩევნო კანონმდებლობასა და ადამიანების საარჩევნო უფლებების საკითხს
თამარ ჟვანია - ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატად იმამის წარდგენა, არ უკავშირდება საარჩევნო კანონმდებლობასა და ადამიანების საარჩევნო უფლებების საკითხს
ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა, აქვს უფლება ჰქონდეს პასიური საარჩევნო უფლება, - ას
წაკითხვა
სანზონის დასახლებაში 1101 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს საერთო სარგებლობის ფუნქცია დაუბრუნდა
სანზონის დასახლებაში 1101 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს საერთო სარგებლობის ფუნქცია დაუბრუნდა
თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობის საფუძველზე ქალაქს კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე - 1101 კ
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო დღე
ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო დღე
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გუშინ მესამე ტურის რვა შეხვედრა გაიმართა. დიდ ინტერესს იწვევდა მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუზე გასა
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე საარჩევნო გარემოს შესახებ განსაკუთრებული შენიშვნები არ გამოთქმულა
ირაკლი კობახიძე - NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე საარჩევნო გარემოს შესახებ განსაკუთრებული შენიშვნები არ გამოთქმულა
NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე საარჩევნო გარემოს შესახებ განსაკუთრებული შენიშვნები არ გამოთქმულა,  - ამის შესახებ ჟურნალისტებს
წაკითხვა
ზაზა ფაჩულიამ საჩემპიონო ბეჭედი ჩაიბარა
ზაზა ფაჩულიამ საჩემპიონო ბეჭედი ჩაიბარა
„გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეებმა და სამწვრთნ
წაკითხვა
თამარ ჟვანია - ყოველი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია
თამარ ჟვანია - ყოველი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია
ყოველი არჩევნებისთვის წინასა
წაკითხვა
ეკა ბესელია - აუდიტის სამსახურში შემომწირველების დაბარება იმის ინდიკატორია, რომ თუკი კითხვა ჩნდება, ეს თანაბრად ეხება მმართველ პარტიას და ოპოზიციას
ეკა ბესელია - აუდიტის სამსახურში შემომწირველების დაბარება იმის ინდიკატორია, რომ თუკი კითხვა ჩნდება, ეს თანაბრად ეხება მმართველ პარტიას და ოპოზიციას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დაფინანსების მასშტაბი დამოკიდებულია, როგო
წაკითხვა
თინა ბოკუჩავა - წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზირისით
თინა ბოკუჩავა - წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზირისით
წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზირისით
წაკითხვა