საზოგადოებრივი
104.5 FM
389

ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის სპორტის მინისტრობას სთავაზობენ

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-10-12 00:37:00

„იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა, ქვეყნის სპორტის ახალი მინისტრი გახდეს. 

იტალიელმა მწერალმა ვიტორიო სგარბიმ განაცხადა, რომ არჩევნებში მისი პარტიის - "აღორძინების" გამარჯვების შემთხვევაში, ამ თანამდებობას ლეგენდარულ გოლკიპერს შესთავაზებენ.

„თუ ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ, ბუფონი სპორტის ახალი მინისტრი იქნება. ბუფონი გაწონასწორებული ადამიანია, ის ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და მალე კარიერას დაასრულებს. ის დაინტერესებულია პოლიტიკით, ხელოვნებით და ჩვენს შეთავაზებას სერიოზულად უყურებს", - განაცხადა Football Italia-სთან კომენტარში სგარბიმ.
უფრო ადრე ბუფონმა განაცხადა, რომ მოთამაშის კარიერას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჩემპიონთა ლიგა - D ჯგუფი - ლიონელ მესიმ ბუფონს პირველად გაუტანა
ჩემპიონთა ლიგა - D ჯგუფი - ლიონელ მესიმ ბუფონს პირველად გაუტანა
პირველი დღის ცენტრალური მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ"
წაკითხვა
წლის ფეხბურთელის ნომინაციაზე უეფა-მ რონალდუ, მესი და ბუფონი წარადგინა
წლის ფეხბურთელის ნომინაციაზე უეფა-მ რონალდუ, მესი და ბუფონი წარადგინა
24 აგვისტოს, უეფა წლის საუკეთესო ფეხბურთე
წაკითხვა
ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ხაზი გაუსვა, რომ, შესაძლ
წაკითხვა
სასწრაფოდ
უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები და დიდი საფეხბურთო ზეიმის მოლოდინი კარდიფში - გიორგი ზურაბიშვილის ჩართვა უელსიდან
უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები და დიდი საფეხბურთო ზეიმის მოლოდინი კარდიფში - გიორგი ზურაბიშვილის ჩართვა უელსიდან
დღეს 22 საათსა და 40 წუთზე კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. 
წაკითხვა