საზოგადოებრივი
104.5 FM
165

მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით ევროპარლამენტის რეკომენდაციებს მიესალმება

გამოქვეყნებულია 2017-10-11 22:52:00

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ ანგარიშის დამტკიცებას გამოეხმაურა. 

ანგარიში რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტის მიზნებთან და შედეგებთან დაკავშირებით.

მინისტრის განცხადებით, რეკომენდაციები სრულად ასახავს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენს ხედვებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავლისადმი.

„ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ხედვას, რომელიც დაფიქსირებულია ევროპარლამენტის რეკომენდაციებში "აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით, რაც ასახავს საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ მისწრაფებებს, პრაქტიკულ ნაბიჯებს ასოცირებული პარტნიორების შემდგომი ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირის აქტიურ როლს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“ - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის წევრებს, ევროპარლამენტის წევრებსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიას აქტიური მუშაობისთვის. ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშს საბოლოოდ ევროპარლამენტი ნოემბერში მიიღებს პლენარულ სესიაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა კომიტეტის დიდმა უმრავლესობამ - 40 წევრმა.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან არ არის ევროკავშირთან ურთიერთობების საბოლოო მიზანი და რომ სამიტმა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები უნდა დასახოს.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად ყველა ევროპულ ქვეყანას უფლება აქვს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. ევროპარლამენტი დაბეჯითებით მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ სამიტის ამბიციურ დეკლარაციაზე, რომელიც შესაბამის გრძელვადიან მიზნებს დასახავს. ევროპარლამენტის ანგარიში ასევე მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

ამ კონტექსტში ასევე ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა, აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილი ვითარების, მათ შორის საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპული საინვესტიციო გეგმის წარმატებით განხორციელებაში, ისევე როგორც იმუშაონ ასოცირების შეთანხმებების შემსრულებელი პარტნიორი ქვეყნებისთვის სპეციალური დახმარების მექანიზმის ასამოქმედებლად; ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trust fund) უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - მრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით, საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ევროპარლამენტის ანგარიშში ასევე საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივების აუცილებლობაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის - წინასწარი გზავნილები ბრიუსელიდან
მზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის - წინასწარი გზავნილები ბრიუსელიდან
ბრიუსელში თითქმის უკვე შეთანხმდა ტექსტი, რომელსაც საქართველო განსაკუთრებული ინტერესით ელის. 
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სიტყვით მიმართავს
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სიტყვით მიმართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. 
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა
ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა - ამის შესახებ საქართველოს ვიცე
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - კონგოში მიმდინარეობს საბრძოლო ოპერაციები, რაც ოსორაულის შესახებ ინფორმაციის მიღებას ართულებს
მიხეილ ჯანელიძე - კონგოში მიმდინარეობს საბრძოლო ოპერაციები, რაც ოსორაულის შესახებ ინფორმაციის მიღებას ართულებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხ
წაკითხვა
ანდრეს მამიკინსი - ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს
ანდრეს მამიკინსი - ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს
ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე ბირუსელშია და 18 ოქტომბერს ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს
მიხეილ ჯანელიძე ბირუსელშია და 18 ოქტომბერს ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელშია. მიხეილ ჯანელიძე 18 ოქტომბერს შეხვედრებს ევრო
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - ქართული მხარე დიდი ხანია, მზად არის, გააფორმოს კონტრაქტი ნეიტრალურ კომპანიასთან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით და რუსეთის მხრიდან მოელის შესაბამის ნაბიჯებს
მიხეილ ჯანელიძე - ქართული მხარე დიდი ხანია, მზად არის, გააფორმოს კონტრაქტი ნეიტრალურ კომპანიასთან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით და რუსეთის მხრიდან მოელის შესაბამის ნაბიჯებს
საქართველო უკვე დიდი ხანია მზად არის სრულ
წაკითხვა
მიხაელ როთი - გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში
მიხაელ როთი - გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამა
წაკითხვა