საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1300

ევროპარლამენტარი პეტრას ასტერევიუჩუსი - კატეგორიულად მიუღებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანა რუსულ წვრთნებში მონაწილეობს

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 11:36:00

სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა რუსულ წვრთნებში მონაწილეობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას ასტერევიუჩუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი ანგარიშის განხილვაზე განაცხადა. 

„დღეს დაიწყო რუსეთის სამხედრო წვრთნები „დასავლეთი 2017“. არ შეიძლება, რომ გვერდი ავუაროთ ამ საკითხს. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა რუსულ წვრთნებში მონაწილეობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა პეტრას ასტერევიუჩუსმა

შეგახსენებთ, რუსეთსა და ბელარუსში დღეს მასშტაბური სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017“ დაიწყო

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, სადაც საუბარია მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე.

ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივად შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორების შენგენის ზონაში შესვლა განიხილებოდეს. რაც შეეხება როუმინგის ტარიფების გაუქმებას, ეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 პროგრამის ნაწილია. ამ მიმართულებით ევროკავშირის ასოცირებულ წევრებს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მეტი პერსპექტივა აქვთ. 

ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ესწრება. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დალია გრიბაუსკაიტე - რუსეთი ე.წ. სპუტნიკებს ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და პროპაგანდისთვის იყენებს
დალია გრიბაუსკაიტე - რუსეთი ე.წ. სპუტნიკებს ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და პროპაგანდისთვის იყენებს
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რუსე
წაკითხვა
ბულგარეთის პრემიერი - ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის დროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაუქმდეს
ბულგარეთის პრემიერი - ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის დროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაუქმდეს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისო
წაკითხვა
ინციდენტი რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებზე - ვერტმფრენიდან ცეცხლი მაყურებელს გაუხსნეს [ვიდეო]
ინციდენტი რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებზე - ვერტმფრენიდან ცეცხლი მაყურებელს გაუხსნეს [ვიდეო]
რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებზე  - 
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი - კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვისკენ
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი - კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვისკენ
რუსეთი განაგრძობს აგრესიას სამეზობლოში, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებულ 2018 წლის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია აღნი
წაკითხვა
დავით ზალკალიანი - ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის საკითხის გადახედვას რუსეთი ისევ ვეტოს ადებს
დავით ზალკალიანი - ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის საკითხის გადახედვას რუსეთი ისევ ვეტოს ადებს
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფორმატის გადახედვის საკითხს რუსეთი აფერხებს და ვეტოს ადებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოა
წაკითხვა
2018 წლის ოლიმპიადიდან რუსეთის გაგდების მოთხოვნით უკვე 28 ქვეყანა გამოდის
2018 წლის ოლიმპიადიდან რუსეთის გაგდების მოთხოვნით უკვე 28 ქვეყანა გამოდის
კიდევ 12 ანტისადოპინგო სააგენტო შეუერთდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ მოწოდებას, აუკრძალოს რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვ
წაკითხვა
თედო ჯაფარიძე - გაერო-ში ყველა შეხვედრისა და გამოსვლის დროს მკაცრად იქნება საუბარი რუსეთის ქმედებებზე
თედო ჯაფარიძე - გაერო-ში ყველა შეხვედრისა და გამოსვლის დროს მკაცრად იქნება საუბარი რუსეთის ქმედებებზე
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუ
წაკითხვა
თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივ საჰაერო-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ
თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივ საჰაერო-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ
თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივ საჰაერო-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ. 
წაკითხვა