საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

311

დავით ოქიტაშვილი - ჩემი მიზანია, ხალხმა დაინახოს კრიმინალ პეტრიაშვილის ფეოდალური მმართველობა პროფკავშირებში, რომელიც 12 წელია გრძელდება

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 11:34:00

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილს პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატურის მოხსნას კიდევ ერთხელ შესთავაზებს. ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„არანაირი კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ. თუ პეტრიაშვილი მოხსნის კანდიდატურას, ამ შემთხვევაში, მეც მოვხსნი კანდიდატურას. პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ამ შეთავაზებას კიდევ ერთხელ გავაკეთებ. თანამდებობისთვის არ ვიბრძვი. ჩემი მიზანი ის იყო, რომ ხალხს დაენახა კრიმინალ პეტრიაშვილის ფეოდალური მმართველობა პროფკავშირებში, რომელიც 12 წელია გრძელდება. კიდევ ერთი კომიკური საკითხი ის არის, რომ ჩემს არც ერთ მხარდამჭერს ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მე ვითხოვდი მხოლოდ ერთ მოსაწვევს, მხოლოდ ერთს - ხათუნა ხოფერიასთვის, რომელთან ერთადაც დავიწყე ბრძოლა, მაგრამ უარი მითხრეს. მე კიდევ ერთხელ შევთავაზებ პეტრიაშვილს, რომ მოხსნას კანდიდატურა. ბრძოლას კი ბოლომდე გავაგრძელებ“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს გაერთიანებული პროფკავშირების  მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა იმართება, რომელზეც გაერთიანების თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. კანდიდატები არიან ირაკლი პეტრიაშვილი, დავით ოქიტაშვილი და ამირან ზენაიშვილი.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
139 ხმით გაერთიანებულ პროფკავშირებს მეოთხე ვადით ისევ ირაკლი პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს
139 ხმით გაერთიანებულ პროფკავშირებს მეოთხე ვადით ისევ ირაკლი პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს
ხმაურიანი საარჩევნო მარათონის ხმაურიანი დასასრული. 139 ხმით გაერთიან
წაკითხვა
დავით ოქიტაშვილი - ირაკლი პეტრიაშვილი ან თავისით გადადგება, ან დაიჭერენ
დავით ოქიტაშვილი - ირაკლი პეტრიაშვილი ან თავისით გადადგება, ან დაიჭერენ
ირაკლი პეტრიაშვილი ან თავისით გადადგება, ან დაიჭერენ, - ეს განცხადება დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნების დასრულების შემ
წაკითხვა
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას ორი კანდიდატი აგრძელებს. 
წაკითხვა
ირაკლი პეტრიაშვილი - დავით ოქიტაშვილის რეკომენდაციებს არც ირაკლი პეტრიაშვილი და არც ყრილობის წევრები რომ არ გაითვალისწინებენ, ეს კამერებმაც დააფიქსირეს
ირაკლი პეტრიაშვილი - დავით ოქიტაშვილის რეკომენდაციებს არც ირაკლი პეტრიაშვილი და არც ყრილობის წევრები რომ არ გაითვალისწინებენ, ეს კამერებმაც დააფიქსირეს
ჩემთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს და მის რეკომენდაციებს არც ირაკლი პეტრიაშვილი და არც ყრილობის წევრები რომ არ გაითვალისწინებენ, ეს კამერებმაც დაა
წაკითხვა
გაერთიანებული პროფკავშირების ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
გაერთიანებული პროფკავშირების ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
ვინ იქნება გაერთიანებული პროფკავშირების ახალი თავმჯდომარე ცნობილი დღეს გახდება. 
წაკითხვა
ირაკლი პეტრიაშვილი - ეს არჩევნები არის ტესტი პროფკავშირებისთვის
ირაკლი პეტრიაშვილი - ეს არჩევნები არის ტესტი პროფკავშირებისთვის
ეს არის ტესტი პროფკავშირებისთვის, რამდენა
წაკითხვა
ამირან ზენაიშვილი დარწმუნებულია, რომ პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში გაიმარჯვებს
ამირან ზენაიშვილი დარწმუნებულია, რომ პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში გაიმარჯვებს
ამირან ზენაიშვილი დარწმუნებულია, რომ პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში გაიმარჯვებს. „შექმნილი ვითა
წაკითხვა
გაერთიანებულ პროფკავშირებში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ურთიერთბრალდებები გრძელდება - რას სთავაზობს ოქიტაშვილი პეტრიაშვილს
გაერთიანებულ პროფკავშირებში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ურთიერთბრალდებები გრძელდება - რას სთავაზობს ოქიტაშვილი პეტრიაშვილს
გაერთიანებულ პროფკავშირებში მოახლოებული არჩევნების გარშემო ურთიერთბრალდებები გრძელდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელობის კანდიდატი დავით ოქიტაშ
წაკითხვა