საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

553

ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა აჩვენოს ჩვენი დამოკიდებულება პარტნიორებისადმი

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 11:28:00

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი ანგარიშის განხილვა დაიწყო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, შეხვედრის დაწყებისას "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შესახებ მომზადებული ანგარიშის მომხსენებელმა, ლაიმა ანდრიკიენემ განაცხადა, რომ ბრიუსელის სამიტი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. 

"გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. წინა სამიტი ჩატარდა რიგაში, ლატვიაში. რიგის სამიტი იყო წარმატებული.  დიდი სურვილი გვაქვს, რომ ბრიუსელის სამიტიც წარმატებული იყოს. ველოდები, რომ ბრიუსელის სამიტი იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. უმთავრესია დიფერენცირებული მიდგომა. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ასოცირებული სახელმწიფოების ამბიციურ გეგმებს", - ლაიმა ანდრიკიენემ. 

როგორც ლაიმა ანდრიკიენემ აღნიშნა, ბრიუსელის სამიტმა უნდა მოახდინოს პარტნიორებისადმი დამოკიდებულების დემოსნტრირება.

"ჩვენ უნდა დავსახოთ არამარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გეგმები. არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმით, თუ რა იქნება მომავალი ორი წლის განმავლობაში. კონფერენცია "პლუსი ” გულისხმობს ჩვენი პარტნიორების მეტ ჩართულობას ევროპულ პროგრამებში, შენგენის ზონის წესების გავრცელებას და ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ეს გრძელვადიანია პერსპექტივაა და ვიცით, რომ ახლო მომავალში ვერ მოხდება. მაგრამ შესაძლოა, რომ გრძელვადიან პერსპექტივად განვიხილოთ", - განაცხადა ლაიმა ანდრიკიენემ. 

ლაიმა ანდრიკიენემ გუშინ პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, სადაც საუბარია მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე.

ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივად შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორების შენგენის ზონაში შესვლა განიხილებოდეს. რაც შეეხება როუმინგის ტარიფების გაუქმებას, ეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 პროგრამის ნაწილია. ამ მიმართულებით ევროკავშირის ასოცირებულ წევრებს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მეტი პერსპექტივა აქვთ. 

ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ესწრება. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თამარ ხულორდავა - აუცილებელია, ევროპარლამენტმა თანამშრომლობის განსხვავებულ ინსტრუმენტზე იფიქროს, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რესურსი ამოწურულია
თამარ ხულორდავა - აუცილებელია, ევროპარლამენტმა თანამშრომლობის განსხვავებულ ინსტრუმენტზე იფიქროს, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რესურსი ამოწურულია
აუცილებელია, ევროპარლამენტმა თანამშრომლობის განსხვავებულ ინსტრუმენტზე იფიქროს, რადგან შეიძლება ითქვას, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რესურს
წაკითხვა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე - ჩვენ მზად ვართ, საქართველოს მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე - ჩვენ მზად ვართ, საქართველოს მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ
საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის გამორჩეული წევრია. რამდენიმე თვის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი
წაკითხვა
ჩარლზ ტონაკი - ვფიქრობ, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ის, რაც უკრაინაში მოხდა
ჩარლზ ტონაკი - ვფიქრობ, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ის, რაც უკრაინაში მოხდა
ვფიქრობ, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ
წაკითხვა
ჩარლზ ტონაკი - შეშფოთებულები ვართ ყირიმის ანექსიით, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციით, გაყინული კონფლიქტებით, საქართველოს რეგიონების ოკუპაციით
ჩარლზ ტონაკი - შეშფოთებულები ვართ ყირიმის ანექსიით, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციით, გაყინული კონფლიქტებით, საქართველოს რეგიონების ოკუპაციით
ჩვენი პოზიცია ნათელია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში უნდა დარჩეს, - ამის შეს
წაკითხვა
ევროპარლამენტარი პეტრას ასტერევიუჩუსი - კატეგორიულად მიუღებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანა რუსულ წვრთნებში მონაწილეობს
ევროპარლამენტარი პეტრას ასტერევიუჩუსი - კატეგორიულად მიუღებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანა რუსულ წვრთნებში მონაწილეობს
სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ი
წაკითხვა
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მიერ ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდების გამოძიებას ითხოვს
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მიერ ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდების გამოძიებას ითხოვს
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მთავრობის მიერ „საიდუმლო ფონდიდან“ გადარიცხული თანხებით ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცე
წაკითხვა
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა, - ეს განცხადება
წაკითხვა
ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან
ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან
ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან, - ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შესახებ მომზადებული ანგარიშის მომხსენებელმა, ლაიმა
წაკითხვა