საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

316

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,9 მლნ ბარელით გაიზარდა

მარიამ ბერძენიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 11:28:00


აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,9 მლნ ბარელით ანუ 1,3%-ით გაიზარდა და შეადგინა 468,2 მლნ ბარელი.

როგორც აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, ბენზინის მარაგები შემცირდა 8,428 მლნ ბარელით და შეადგინა 218,31 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 3,215 მლნ ბარელით და შეადგინა 144,552 მლნ ბარელი. აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 664 ათასი ბარელით დღე-ღამეში 8,8 მლნ ბარელამდე. ნავთობის მოპოვება აშშ-ში შემცირდა 749 ათასი ბარელით 8,781 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს. 

რაც შეეხება 2017 წლის 13 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებს, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 55,16 (+ 0,89) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 49,30 ( + 1,07) დოლარი/ბარელზე.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სლოვაკეთის პრეზიდენტი - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან მშვიდობის ფასი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან მშვიდობის ფასი
უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან მშვიდობის ფასი, - განაცხადა გაერო-ს გენერალურ
წაკითხვა
ვანესა ეკერი - საქართველო გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია
ვანესა ეკერი - საქართველო გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია
საქართველო გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ამის შესახებ პირვ
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პარლამენტმა ევროპარლამენტში ე.წ. ინტერესების დამცველი დანიშნა
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პარლამენტმა ევროპარლამენტში ე.წ. ინტერესების დამცველი დანიშნა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტის ინტერესებს ევროპარლამენტში იტალიელი ჟურნალ
წაკითხვა
ნეთანიაჰუ - დადგება დრო, როცა ირანელი ხალხი დიქტატურისგან გათავისუფლდება
ნეთანიაჰუ - დადგება დრო, როცა ირანელი ხალხი დიქტატურისგან გათავისუფლდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთან
წაკითხვა
სტეფ კარი რვა სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს
სტეფ კარი რვა სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს
„გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტეფ კარი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ რვა წელს აპირებ
წაკითხვა
ნეიმარმა პსჟ-ის ხელმძღვანელობას კავანის გაშვება მოსთხოვა
ნეიმარმა პსჟ-ის ხელმძღვანელობას კავანის გაშვება მოსთხოვა
„პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელების - ნეიმარისა და ედინსონ კავანის კონფლიქტი, შესაძლოა, იქ
წაკითხვა
ერდოღანი - დასავლეთმა უნდა შეაჩეროს ისლამოფობია
ერდოღანი - დასავლეთმა უნდა შეაჩეროს ისლამოფობია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მს
წაკითხვა
მეხიკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
მეხიკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის ს
წაკითხვა