საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

281

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 32 მლნ ლარს გადააჭარბა

მარიამ ბერძენიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 11:18:00


რთველი-2017-ის პროცესში, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ ლარს მიაღწია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს 14 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 29,7 ათასი ტონა ყურძენი. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათასი ტონა რქაწითელი, 14,8 ათასი ტონა საფერავი, 1,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,2 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 157 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 79. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 11,2 ათასი ტონა, სიღნაღი - 6 ათასი ტონა, თელავი - 3,8 ათასი ტონა, გურჯაანი - 4,5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა, ახმეტა - 820 ტონა, ლაგოდეხი - 866 ტონა და საგარეჯო - 396 ტონა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სლოვაკეთის პრეზიდენტი - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან მშვიდობის ფასი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან მშვიდობის ფასი
უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან მშვიდობის ფასი, - განაცხადა გაერო-ს გენერალურ
წაკითხვა
ვანესა ეკერი - საქართველო გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია
ვანესა ეკერი - საქართველო გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია
საქართველო გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ამის შესახებ პირვ
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პარლამენტმა ევროპარლამენტში ე.წ. ინტერესების დამცველი დანიშნა
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პარლამენტმა ევროპარლამენტში ე.წ. ინტერესების დამცველი დანიშნა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტის ინტერესებს ევროპარლამენტში იტალიელი ჟურნალ
წაკითხვა
ნეთანიაჰუ - დადგება დრო, როცა ირანელი ხალხი დიქტატურისგან გათავისუფლდება
ნეთანიაჰუ - დადგება დრო, როცა ირანელი ხალხი დიქტატურისგან გათავისუფლდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთან
წაკითხვა
სტეფ კარი რვა სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს
სტეფ კარი რვა სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს
„გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტეფ კარი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ რვა წელს აპირებ
წაკითხვა
ნეიმარმა პსჟ-ის ხელმძღვანელობას კავანის გაშვება მოსთხოვა
ნეიმარმა პსჟ-ის ხელმძღვანელობას კავანის გაშვება მოსთხოვა
„პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელების - ნეიმარისა და ედინსონ კავანის კონფლიქტი, შესაძლოა, იქ
წაკითხვა
ერდოღანი - დასავლეთმა უნდა შეაჩეროს ისლამოფობია
ერდოღანი - დასავლეთმა უნდა შეაჩეროს ისლამოფობია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მს
წაკითხვა
მეხიკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
მეხიკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის ს
წაკითხვა