საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

13022

მექსიკის მიწისძვრას თან ახლდა იდუმალი ნათება [ვიდეო]

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 22:11:00

ერთი კვირის წინ მექსიკაში მომხდარი 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თავის მხრივ უკვე იყო საკმარისი ფენომენი, მაგრამ ბიძგებს თან ახლდა კიდევ ერთი მომაჯადოებელი გვერდითი ეფექტი: იდუმალი ნათება ცაში. 

სოციალურ მედიაში გავრცელდა მრავალი ვიდეო, სადაც კარგად ჩანს უცნაური ნათებები მეხიკოს ღამის ცაზე; აღსანიშნავია, რომ ნათება თითქოს არც ციდან მოდის და არც მიწის ზედაპირიდან. 

სავარაუდოდ, განათება თავად მიწისძვრის მიერაა გამოწვეული. უფრო კონკრეტულად, სინათლე გარკვეული ტიპის ქანებიდან მოდის. 

2014 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამ შუქს მრავალი ფორმის მიღება შეუძლია, მათ შორის — იყოს მოცისფრო, სფეროსებრი ან წააგავდეს ელვას, სწრაფი ციმციმით. 

„გარკვეული სახის ქანებში, დაძაბულობის აკუმულაციას შეუძლია გამოათავისუფლოს ჟანგბადის უარყოფითად დამუხტულ ატმოთა წყვილი, რაც მათ ზედაპირისკენ, ნიადაგის ნაპრალებში ელექტრული მუხტების სახით ასვლის საშუალებას აძლევს“, — უთხრა Gizmodo-ს გეოლოგიის პროფესორმა ლეილა ერთოლაჰთიმ. 

„თუკი ატომების ოდენობა საკმარისია, მათ შეუძლიათ ჰაერის იონიზება და პლაზმის ან დამუხტული გაზის წარმოქმნა, რაც სინათლეს გამოყოფს“. 

მექსიკის მიწისძვრა უძლიერესი იყო ქვეყანაში ბოლო 100 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ბიძგებს შორის და კვირის მეორე უდიდესი ბუნებრივი კატასტროფა ქარიშხალ „ირმას“ შემდეგ. 

8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ბიძგები ეპიცენტრიდან 966 კილომეტრის მოშორებითაც იგრძნობოდა; დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 100-ს აჭარბებს და ამ დრომდე იმატებს.  

მექსიკის სამხრეთი ნაწილი სეისმურად აქტიურ ზონაშია მოქცეული. 1985 წლის 19 სექტემბერს, ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოში 8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც მაშინ სულ მცირე 5000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 





მომზადებულია Gizmodo-სა და futurism.com-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გმირი ლაბრადორი, რომელმაც მექსიკაში მიწისძვრის დროს 52 ადამიანი გადაარჩინა
გმირი ლაბრადორი, რომელმაც მექსიკაში მიწისძვრის დროს 52 ადამიანი გადაარჩინა
ძაღლი სახელად ფრიდა მექსიკის გმირად იქცა. მან მეხიკოს მიწისძვრის დროს ადამიანების სიცოცხლის გ
წაკითხვა
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა. 
წაკითხვა
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 273-მდე გაიზარდა
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 273-მდე გაიზარდა
მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 273-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრ
წაკითხვა
მექსიკის პრეზიდენტმა ძლიერი მიწისძვრის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა
მექსიკის პრეზიდენტმა ძლიერი მიწისძვრის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა
მექსიკის პრეზიდენტმა ძლიერი მიწისძვრის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ენრიკე პენია ნიეტომ ​დაზარალებული რეგიონები თავად მოინახულა. 
წაკითხვა
მექსიკაში,დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო მონაცემებით, 250-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 30-მდე ბავშვია
მექსიკაში,დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო მონაცემებით, 250-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 30-მდე ბავშვია
ბოლო მონაცემებით, 250-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველმა მიწისძვრამ. მათ შორის 30-მდე ბავშ
წაკითხვა
მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო მონაცემებით, 248  ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო მონაცემებით, 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ ბოლო მონაცემებით 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წაკითხვა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 
წაკითხვა
რატომ არის მექსიკა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილი მიწისძვრებისთვის
რატომ არის მექსიკა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილი მიწისძვრებისთვის
მექსიკა მსოფლიოს სამი უდიდესი ტექტონიკური ფილის თავზე მდებარეობს — ჩრდილოეთ ამერიკის ფილა, ქო
წაკითხვა