საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1184

ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირის წევრობისთვის არც ერთი კანდიდატი მზად არ არის

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 21:48:00


„ევროკავშირის წევრობისთვის არც ერთი კანდიდატი მზად არ არის”, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.

იუნკერმა 2019 წლამდე ორგანიზაციის გაფართოება კატეგორიულად გამორიცხა.

თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის სამომავლო გეგმებზე და ახალ წევრებზე საუბრის დროს, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს პოზიტიური სიგნალი გაუგზავნა.

„თუ გვსურს უფრო მეტი უსაფრთხოება, უსაფრთხო და ძლიერი სამეზობლო, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს წევრობის პერსპექტივა უნდა მივცეთ”,- აღნიშნა ევროპარლამენტში საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას სერბეთი, მონტენეგრო, მაკედონია, ალბანეთი და თურქეთი აწარმოებენ. ხუთი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით სარგებლობს. კოსოვოსა და ბოსნია - ჰერცოგოვინას კანდიდატობამდე პროცედურების გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

მათ პოტენციურ კანდიდატებად ასახელებენ. მონტენეგრო - 2010 წლის 17 დეკემბრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. 2006 წელს ევროპულმა საბჭომ მონტენეგროს ევროპული პერსპექტივა აღიარა. 2016 წლის 15 სექტემბერს, ორგანიზაციამ მონტენეგროსთან მინისტრების დონეზე პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა .

პირველი დიალოგი 2007 წლის 22 იანვარს შედგა. 2008 წლიდან ძალაში შევიდა მონტენეგროს მიერ „სტაბილიზაციისა და ასოცირების” შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება. ამ შეთანხმებით, მონტენეგრომ ევროპულ მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და დოკუმენტის იმპლემენტაციისთვის სამოქმედო გეგმა შეადგინა. 2009 წლის 19 დეკემბრიდან, ევროკავშირსა და მონტენეგროს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

2008 წლის 15 დეკემბერს მონტენეგრომ ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადი გააკეთა და 2012 წლიდან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა. ალბანეთი - 2014 წლიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. ალბანეთმა ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადი 2009 წლის აპრილში გააკეთა.

გაწევრიანების პროცესში პროგრესი კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგზე იქნება დამოკიდებული. მაკედონია- 2005 წლიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა.

ევროკავშირსა და მაკედონიას შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყებული არ არის. სერბეთი - 2012 წლის მარტიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, სერბეთმა 2009 წელს გააკეთა. ევროკავშირი- სერბეთის პირველი სამთავრობოთაშორისო კონფერენცია 2014 წლის 21 იანვარს გაიმართა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიც დაიწყო. თურქეთი -1999 წლის დეკემბრიდან ევროკავშირის კანდიდატია.

ოპოზიციასა და მედიაზე განხორციელებული ზეწოლის გამო ევროპარლამენტი ევროკავშირსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების შეჩერებას ემხრობა. დეპუტატები თურქეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ თურქეთი ყოველდღე შორდება ევროპას. ევროპული პარლამენტი სპეციალურ რეზოლუციას ოქტომბერში მიიღებს .

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ მომავალზე განცხადებები ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გასულ თვეს გააკეთა.

„ორგანიზაცია აუცილებლად შეიძენს ახალ წევრებს. უნდა გაფართოვდეს თუ არა ორგანიზაცია - საკითხი ასე არ დგას. როდის გაფართოვდება ორგანიზაცია - ეს არის ძირითადი კითხვა. ჩვენ ვხედავთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მონდომებას და სურვილებს. გვაქვს საერთო გამოწვევები და შესაძლებლობები. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროპამდე გზის გავლა არ სჭირდებათ. ისინი უკვე ევროპას წარმოადგენენ”,- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ დუბროვნიკში ვიზიტის დროს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სერგეი ლავროვი - ცხოვრება თავისით აიძულებს დასავლეთს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას
სერგეი ლავროვი - ცხოვრება თავისით აიძულებს დასავლეთს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას
ცხოვრება თავისით აიძულებს დასავლეთს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას - ამის შ
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „საბურთალოს“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „საბურთალოს“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 27-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. თბილისის „საბურთალო“ „დავით პეტრიაშვ
წაკითხვა
ისლანდიასა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ისლანდიასა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დ
წაკითხვა
ვერსაჩეს ჩვენება სინდი კროუფორდმა, ნაომი კემპბელმა, კლაუდია შიფერმა, კარლა ბრუნიმ და ჰელენ კრისტენსენმა დახურეს
ვერსაჩეს ჩვენება სინდი კროუფორდმა, ნაომი კემპბელმა, კლაუდია შიფერმა, კარლა ბრუნიმ და ჰელენ კრისტენსენმა დახურეს
იტალიურმა მოდის სახლმა ვერსაჩემ მილანის მოდის კვირეულზე გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია აჩვ
წაკითხვა
გიორგი ვაშაძემ გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
გიორგი ვაშაძემ გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე გლდანში მცხოვრებლებს შეხვდა
წაკითხვა
უკრაინის კულტურის სამინისტრო - ემირ კუსტურიცა, სტივენ სიგალი, ზურაბ წერეთელი და რუსი მომღერლები ქვეყანას საფრთხეს უქმნიან
უკრაინის კულტურის სამინისტრო - ემირ კუსტურიცა, სტივენ სიგალი, ზურაბ წერეთელი და რუსი მომღერლები ქვეყანას საფრთხეს უქმნიან
უკრაინის კულტურის სამინისტრომ ქვეყნის უსა
წაკითხვა
წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველებს ახალი გზა გაჰყავთ
წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველებს ახალი გზა გაჰყავთ
დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის
წაკითხვა