საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

7382

ამაზონის უკონტაქტო ტომი, სავარაუდოდ, ოქროს უკანონო მომპოვებლებმა გაჟლიტეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 21:17:00

ბრაზილიელი პროკურორები აქტიურად იძიებენ გავრცელებულ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროს უკანონო მომპოვებლებმა გაჟლიტეს ბრაზილიის ამაზონში განცალკევებით მცხოვრები უკონტაქტო ტომის 10 წევრი. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა გასულ თვეში მოხდა, დასავლეთ ბრაზილიაში, მდინარე ჟანდიატუბის ნაპირებზე და შესაძლოა მის შესახებ დანარჩენ მსოფლიოს ვერც ვერასდროს შეეტყო ვერაფერი, რომ არა ახლომდებარე ქალაქის მცხოვრებნი, რომლებთანაც მაღაროელებმა თავიანთი საქციელით იტრაბახეს. 

„შემზარავი ფაქტია. ისინი იმითაც კი ამაყობდნენ, თუ როგორ დაანაწევრეს და მდინარეში გადაყარეს მათი სხეულები“, — უთხრა The New York Times-ს ბრაზილიის ადგილობრივ ხალხთა საქმეების სააგენტოს (FUNAI) კოორდინატორმა ლეილა სილვა ბურგერ სოტო-მაიორმა. 

ოქროს ორი მაღაროელი, რომლებსაც ბრაზილიაში გარიმპეიროს ეძახიან — დააკავეს და მოწმის სახით დასაკითხად ქალაქ ტაბატინგაში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად ამოწყვეტილია მთლიანი ტომის დაახლოებით ერთი-მეხუთედი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. 

ამაზონის ის რეგიონი, სადაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ხოცვა-ჟლეტა მოხდა, ჟავარის ხეობის სახელითაა ცნობილი და მდებარეობს პერუს, ბრაზილიისა და ბოლივიის საზღვარზე.  

მიჩნეულია, რომ ამ ზონაში ყველაზე მეტი უკონტაქტო ტომი სახლობს მთელი პლანეტის მასშტაბით; დაახლოებით 20 იზოლირებული ჯგუფი 2000-მდე ადამიანს უნდა ითვლიდეს. 

ადგილობრივად ამ ტომს „ფლეიშერუს“ ეძახიან (ისინი, ვინც ისრებს ისვრიან). თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი აბსოლუტურად იზოლირებულია და გარესამყაროს თითქმის არ ეკონტაქტება, მათ შესახებ არც თუ ისე ბევრი ცნობა არსებობს; შედეგად, უფრო რთული ხდება გამოძიება. 

„კვალს ვადგავართ, მაგრამ ტერიტორია დიდია და მისაღწევად ძნელი. ტომები უკონტაქტოები არიან; ბრაზილიის ადგილობრივ ხალხთა საქმეების სააგენტოსაც კი, მათ შესახებ მხოლოდ შემთხვევითი ცნობები აქვს. შესაბამისად, სამუშაო ძალიან რთულია და მოითხოვს ბრაზილიის ყველა სამთავრობო დეპარტამენტის ერთობლივ მუშაობას“, — უთხრა  The New York Times-ს საქმის პროკურორმა პაბლუ ლუზ დი ბელტრანდმა.  

რეგიონის ისტორიაში უკანონო მაღაროელთა მხრიდან ადგილობრივებზე ძალადობა არაერთხელ დაფიქსირებულა. ამბობენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი პირდაპირი შედეგის სახით მოჰყვა ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტის, მიშელ ტემერის მთავრობის მიერ სხვადასხვა სააგენტოსთვის, მათ შორის ადგილობრივ ხალხთა საქმეების სააგენტოსთვის დაფინანსების შემცირებას.  

დაახლოებით ერთი თვის წინ, დიდი ხმაური მოჰყვა პრეზიდენტ ტემერის მცდელობას, მინერალების მოპოვებითი საქმიანობის ინტერესების გამო, დაცული ტერიტორიის სტატუსი გაეუქმებინა ამაზონის წვიმის ტყეების ვრცელი ნაკრძალისთვის. 

„ბოლო 50 წლის უდიდესი თავდასხმა ამაზონზე“, — ასე შეაფასეს ტემერიც გადაწყვეტილება, რომელის ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა, თუმცა, თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც აღსრულდა, გაიზრდება ადგილობრივთა საფრთხე და გადაადგილება ტროპიკულ ტყეებში. არალეგალური მოპოვებითი საქმიანობა ამ ტყეებში ახლაც ხშირია. 

„თუკი ხოცვა-ჟლეტის შესახებ გავრცელებული ეს ინფორმაცია დადასტურდა, პრეზიდენტ ტემერსა და მის მთავრობას მძიმე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ამ გენოციდურ თავდასხმაზე“, — ამბობს სპეციალური განცხადებაში ტომების უფლებადამცველი ორგანიზაცია Survival-ის წარმომადგენელი სტივენ კორი. 

„ბრაზილიის ადგილობრივ ხალხთა საქმეების სააგენტოსათვის დაფინანსების შემცირებამ მრავალი უკონტაქტო ტომი დაუცველი დატოვა და პირდაპირ შეატოვა მათ სამოსახლოში შეჭრილ მრავალ დამპყრობელს — ოქროს მაძიებლებს, ფერმერებსა თუ ტყის მჩეხავებს, რომლებიც მათ მიწებს ძირისძირობამდე ანადგურებენ“. 

ამ შემთხვევაში, უცნობია, მიაგნებენ თუ არა საკმარის მტკიცებულებებს დანაშაულის გასახსნელად. 

არსებობს აუდიოჩანაწერიც, რომელშიც კარგად ისმის, თუ როგორ ტრაბახობენ მკვლელები თავიანთ ჩადენილი დანაშაულით. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელებმა შეაგროვეს მსხვერპლთა ხელსაწყოები და ძვირფასი ნივთებიც, რამაც შესაძლოა საქმის გახსნა გაამარტივოს. 

„ყველა ამ ტომს უნდა ჰქონდეს საკუთარი მიწა, რისი გარანტიებიც მათ ჯერ კიდევ საუკუნის წინ მიიღეს კანონის ძალით. ბრაზილიის მთავრობის საქციელი და სურვილი, რომ ხელყოს მათი ტერიტორიები, უკიდურესად სამარცხვინოა. შედეგად, ადგილობრივთა უფლებები ბრაზილიაში რამდენიმე ათწლეულით უკან ბრუნდება“, — ამბობს ტომების უფლებადამცველი ორგანიზაცია Survival-ის წარმომადგენელი სტივენ კორი. 












მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამხრეთამერიკული ტომი, რომლის ხალხსაც მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი გულები და არტერიები აქვს
სამხრეთამერიკული ტომი, რომლის ხალხსაც მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი გულები და არტერიები აქვს
როგორც ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, ბო
წაკითხვა
ამაზონის ჯუნგლების ასობით „სტოუნჰენჯის“ საიდუმლო ამოხსნილია
ამაზონის ჯუნგლების ასობით „სტოუნჰენჯის“ საიდუმლო ამოხსნილია
დასავლეთ ბრაზილიაში აღმოჩენილია 450 უზარმ
წაკითხვა
Amazon-ის დამფუძნებელი ტრამპის წინააღმდეგ სარჩელს მხარს დაუჭერს
Amazon-ის დამფუძნებელი ტრამპის წინააღმდეგ სარჩელს მხარს დაუჭერს
კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს შტატ ვაშინგტონის სარჩე
წაკითხვა
იშვიათი ფოტოები - როგორ ცხოვრობდნენ ამერიკელები 100 წლის წინ
იშვიათი ფოტოები - როგორ ცხოვრობდნენ ამერიკელები 100 წლის წინ
ადგილობრივი ამერიკელების კულტურა მდიდარია სპირიტუალური რიტუალებით და სხვადასხვა კოსტუმებით, რომელიც ადამიანის სულის თავისუფლებას გამოხატავს
წაკითხვა
ამაზონის ტომობრივი საზოგადოება, რომელიც გარესამყაროსთან კონტაქტში არ შედის, საფრთხეშია
ამაზონის ტომობრივი საზოგადოება, რომელიც გარესამყაროსთან კონტაქტში არ შედის, საფრთხეშია
ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება ამაზონის აუზშ
წაკითხვა
ადამიანები და ბრენდები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო
ადამიანები და ბრენდები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო
ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკმარ
წაკითხვა
"ამაზონი", "გუგლი" და "ფეიფალი" ყირიმს ტოვებენ
"ამაზონი", "გუგლი" და "ფეიფალი"  ყირიმს ტოვებენ. ამერიკული ინტერნეტ-მაღაზიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი მუშაობას ყირიმის ნახევარკუნძულზე 13 თებერვლიდან შეწყვ
წაკითხვა
სკანდალით დასრულებული სილამაზის კონკურსი
სკანდალით დასრულებული სილამაზის კონკურსი
სილამაზის კონკურსი „მის ამაზონი 2015“ სკანდალურად დასრულდა. დაჯილდოების დროს გამარჯვებულ კონკურსანტს, 20 წლის კაროლინა ტოლედოს კონკურენტმა და მეორე ადგილზე გასულმა,
წაკითხვა