საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

5000

საქართველოს წყალბურთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე პავლე ჯაფარიძე ბუნდესლიგის Poseidon Hamburg-ის მთავარი მწვრთნელი გახდა

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 20:45:00

საქართველოს წყალბურთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე პავლე ჯაფარიძე ბუნდესლიგელი Poseidon Hamburg-ის მთავარი მწვრთნელი გახდა.

პავლე ჯაფარიძის წარმატებაზე გერმანული პრესა წერს, ხოლო კლუბის პრეზიდენტმა ფლორიან ლემკემ განმარტა, რატომ შეაჩერა არჩევანი ქართველზე.

„პავლემ იცის გერმანული და საერთაშორისო წყალბურთის ტენდენციები. დიდი გამოცდილება გააჩნია როგორც მოთამაშეს და როგორც მწვრთნელს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ბუნდესლიგაში წარმატებებისკენ გაგვიძღვება”, - ამბობს ფლორიან ლემკე.

პაველ ჯაფარიძე 15 წელზე მეტი იყო პროფესიონალი წყალბურთელი: საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრს ბუნდესლიგის გუნდებში უთამაშია - “ჰანოვერი 98”-ში, “ვრაით ჰანოვერსა” და “კრეფელდი 72”-ში.

მწვრთნელის პროფესიული ლიცენზია კი 2013 წელს მიიღო.

Poseidon Hamburg-ი 1948 წელს ჩრდილოეთ გერმანიაში დაფუძნდა და ყველაზე პოპულარული გუნდია. “პოსეიდონმა” დიდ წარმატებას 1966 წელს მიაღწია, როდესაც გერმანიის ჩემპიონობა მოიპოვა.

მას შემდეგ კლუბი ბუნდესლიგიდან რეგიონულ ლიგამდეც დაქვეითდა. 2016 წელს კი ისევ ბუნდესლიგაში დაბრუნდა. ახალ კლუბში ქართველი მწვრთნელის დებიუტი 16-17 სექტემბერს ბერლინში დაგეგმილ ტურნირზე შედგება. 




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი