საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

927

სარფის საბაჟოს კვეთისას, თურქეთის მხარეს მოქალაქეებს კვლავ პრობლემები ექმნებათ

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 20:35:00

იმ პირებს, რომლებიც სარფის საბაჟოს ყოველდღიურად კვეთენ, საბაჟოს თურქულ მხარეს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. მათი ნაწილი მუშაობს, ნაწილი კი სხვადასხვა კომერციული მიზნით გადადის. 

სარფში შეკრებილები ირწმუნებიან, რომ თურქი მებაჟეები ნეიტრალური ზონიდან უკან ახსნა-განმარტების გარეშე აბრუნებენ და რამდენიმედღიან შეზღუდვას უწესებენ. 

„სრულიად უმიზეზოდ მომაბრუნეს, წითელი ბეჭედი ჩამირტყეს და სამი დღით შემიზღუდეს გადასვლა, არაფერი ამიხსნეს. მე ჩემი სასტუმრო მაქვს ბათუმში და თითქმის ყოველდღიურად გადამყავს კლიენტები თურქეთში“, - ამბობს ბათუმელი შოთა მარტიროსიანი. 

ბოლო ერთი წელია, მოქალაქეებს სარფის საბაჟოზე რიგების პრობლემაც აწუხებთ, რასაც როგორც თურქული, ასევე ქართული მხარე თურქეთის საკონტროლო გამშვები პუნქტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირებს, სავარაუდოდ სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა და შეფერხებების გამო, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი  დღეს თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლევენთ გიუმრუქჩუს შეხვდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოქალაქე თურქეთიდან 27 წლის ქალის ჩემოდნით გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს [ვიდეო]
საქართველოს მოქალაქე თურქეთიდან 27 წლის ქალის ჩემოდნით გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს [ვიდეო]
საქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ დგომა საზღვარზე, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ დგომა საზღვარზე, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ სარფის საბაჟოზე საქართველოს მხ
წაკითხვა
შეფერხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე - მოქალაქეები არასათანადო მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ
შეფერხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე - მოქალაქეები არასათანადო მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან შექმნილი შეფერხების გამო, ხვალ თურქულ მხარესთან მორიგი შეხვედრა იგეგმება. 
წაკითხვა
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ამ დრომდე შეფერხებაა
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ამ დრომდე შეფერხებაა
ამ დრომდე რიგებია სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. საქართველო-თურქეთის საზღვარზე საავტომობილო კოლონების ნაკადი შემცირდა, თუმცა, შეფერხება ნარ
წაკითხვა
საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა
საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა
საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი
წაკითხვა
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ნ.შ-ს
წაკითხვა
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დღეს 21.00 საათამდე იმუშავებს, დილის 06.00 საათამდე კი ისევ დაიკეტება
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დღეს 21.00 საათამდე იმუშავებს, დილის 06.00 საათამდე კი ისევ დაიკეტება
საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი" სამუშაო პროცესი აღდგენილია,- ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
წაკითხვა
 საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით მუშაობას წყვეტს
საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით მუშაობას წყვეტს
საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი დროებით მუშაობას წყვეტს მუშაობას,- ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახ
წაკითხვა