საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

535

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ შექმნილი შეფერხებების გამო, შემოსავლების სამსახურის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

სალომე სორდია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 20:27:00


თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა და შეფერხებების გამო, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლევენთ გიუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა. 

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, როგორც მგზავრების მიმოსვლის, ასევე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი საბაჟო პუნქტია. შესაბამისად, ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული დანიშნულების პუნქტში პრობლემებისა და შეფერხებების მინიმიზაცია. შეხვედრაზე გადაწყდა, უახლოესი დღეების განმავლობაში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრები გაიმართება. 

უწყების ინფორმაციით,  თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში. მათივე ცნობით, აღნიშნულმა შეფერხებამ თურქეთის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგის ფორმირება გამოიწვია. 

„მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ ორი გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე - შემოსვლა).

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. ნებისმიერ მსურველს ინფორმაცია სარფის საბაჟო გამშვებ პუნტზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არსებული სპეციალური სერვისის „LIVE კამერა“ (http://www.rs.ge/6183) საშუალებით შეუძლია. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით და თავიდან აიცილოთ გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კრიზისში მყოფი „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასიდან გავარდა
კრიზისში მყოფი „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასიდან გავარდა
ინგლისში შუა კვირას ლიგის თასის 1/16 ფინალის მატჩები იმართება. ცენტრალური მატჩი სამშაბათს გაი
წაკითხვა
„ინტერმა“ სერია A-ში პირველი ქულები დაკარგა
„ინტერმა“ სერია A-ში პირველი ქულები დაკარგა
იტალიის ჩემპიონატში მე-5 ტური დაიწყო. სამშაბათს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთ-ერთი
წაკითხვა
მეხიკოში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა
მეხიკოში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერ მიწისძვრას 140-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქ
წაკითხვა
„ბაიერნი“ სულ მცირე ერთი დღით ბუნდესლიგის ლიდერი გახდა
„ბაიერნი“ სულ მცირე ერთი დღით ბუნდესლიგის ლიდერი გახდა
გერმანიის ჩემპიონატში დაიწყო მეხუთე ტური, რომელიც ორ დღედ არის გაყოფილი და სულ მცირე ერთი დღი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი მექსიკელ ხალხს ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო, თანაუგრძნობს და მხარდაჭერას უცხადებს
გიორგი კვირიკაშვილი მექსიკელ ხალხს ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო, თანაუგრძნობს და მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მექსიკელ ხალხს ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო, თანაუგრძნობს და მხარდაჭერას უც
წაკითხვა
ლიონელ მესის „კამპ ნოუზე“ 300 გოლი დაუგროვდა
ლიონელ მესის „კამპ ნოუზე“ 300 გოლი დაუგროვდა
ლიონელ მესის „კამპ ნოუზე“ ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში 300 გოლი დაუგროვდა. გოლების ეს რაოდენო
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - გლობალიზაციის ეპოქის წარმატება ვერ მიიღწევა გლობალური პარტნიორობისა და ურთიერთმხარდაჭერის გარეშე
გიორგი კვირიკაშვილი - გლობალიზაციის ეპოქის წარმატება ვერ მიიღწევა გლობალური პარტნიორობისა და ურთიერთმხარდაჭერის გარეშე
გლობალიზაციის ეპოქის წარმატება ვერ მიიღწევა გლობალური პარტნიორობისა და ურთიერთმხარდაჭერის გარ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ეს დრო, რათა ვიმსჯელოთ და ერთად დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დემოკრატიის გადახალისება
გიორგი კვირიკაშვილი - მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ეს დრო, რათა ვიმსჯელოთ და ერთად დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დემოკრატიის გადახალისება
მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ეს დრო, რათა ვიმსჯელოთ და ერთად დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დემოკრატიი
წაკითხვა