საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

593

დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ უნიკალური ფირების აღწერის პროცესი დაიწყო

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 18:42:00

დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ უნიკალური ფირების აღწერის პროცესი დაიწყო. სტუდიის არქივი 25 000- მდე ნეგატივისა და პოზიტივის ფირს ინახავს. დაახლოებით ამდენივე კი სხვადასხვა პერიოდშია დაკარგული. 

უძველესი ნეგატივი, რომელიც არქივმა შემოინახა 1902 წლით თარიღდება და იგი საქართველოში რომანოვების სტუმრობის პერიოდს ასახავს. მასზე აღბეჭდილია მდინარე იორის ტეროტორიაზე, ტახზე ნადირობის სცენა, რომელიც სავარაუდოდ, მეფის პირადმა ოპერატორმა გადაიღო. არავინ იცის როგორ მოხვდა ფირი სტუდიის არქივში. 

აქვეა ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული და 1912 წლით დათარიღებული აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში და დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრები, რომელშიც 40 წლის წინ ნიკო ფიროსმანის ვიზუალური გამოსახულება იქნა აღმოჩენილი.

პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა, თუმცა აღწერის დასრულების შემდეგ ფირების ელექტრონულ მატარებლებზე გადატანა უნდა მოხდეს, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ იგი შესაძლოა, სრულად განადგურდეს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტილოსა და ფურცლების ნაცვლად, რენტგენის ფირი - ექიმ გოჩა ბარიშვილის ინოვაციური ნახატები საგამოფენო სივრცეში
ტილოსა და ფურცლების ნაცვლად, რენტგენის ფირი - ექიმ გოჩა ბარიშვილის ინოვაციური ნახატები საგამოფენო სივრცეში
ტილოსა და ფურცლების ნაცვლად, რენტგენის ფირი და რენტგენოლოგი  მხატვრის ამპლუაში - ექიმ გოჩა ბარიშვილის ინოვაციური ნახატები 
წაკითხვა
ქართული კინოფილმების ორიგინალები, რუსეთიდან თბილისში ბრუნდება
ქართული კინოფილმების ორიგინალები, რუსეთიდან თბილისში ბრუნდება
ქართული კინოფილმების ორიგინალები, რუსეთის
წაკითხვა
რუსეთის კინოფონდებში დაცული უნიკალური კინოფირები, საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა
რუსეთის კინოფონდებში დაცული უნიკალური კინოფირები, საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები მუშაობდნენ, საბჭოთა პერიოდში გადაღებული ქართული მხატვრული ფილმების ორი
წაკითხვა