საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

454

კიევის სასამართლომ უკრაინელი ბიზნესმენის იგორ კოლომოისკის ქონება დააყადაღა

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 18:24:00

კიევის სასამართლომ უკრაინელი ბიზნესმენის იგორ კოლომოისკის ქონება დააყადაღა. დაყადაღებულ ობიექტებს შორისაა თვითმფრინავი Boeing, დნეპროპეტროვსკში მდებარე ქარხნის შენობა, ტელეკომპანიის „1+1“ შენობა კიევში, ხორბლის ტერმინალი ოდესის ოლქში და კიდევ რამდენიმე შენობა.

ქონების დაყადაღება მოხდა „პრივატბანკიდან“ თანხის მიტაცების საქმის გამოძიების ფარგლებში. საქმის მასალების თანახმად, „პრივატბანკის“ ტოპ-მენეჯერებმა თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით 2014 წელს უკანონოდ ჩაიგდეს ხელში უკრაინის ეროვნული ბანკის 19 მილიარდი გრივნა (730 მილიონი დოლარი).

პეტრო პოროშენკომ იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან 2015 წლის 24 მარტს გაათავისუფლა.

უკრაინის უსმხვილესი კერძო ბანკის „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია 2016 წლის ბოლოს მოხდა. ბანკის მთავარმა აქციონერმა, იგორ კოლომოისკიმ მაშინ მომხდარს უკანონო ქმედება უწოდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი