საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

187

გიორგი კახიანი - რატომღაც მგონია, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციურ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენებისთვის ემზადება 

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 17:06:00

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის ვარაუდით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე ვეტოს დადებისთვის ემზადება. 

ჟურნალისტებთან საუბარში კახიანი პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა. 

კახიანის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ გარკვეულ კონსენსუსზე შეჯერებული იყვნენ, თუმცა სამწუხაროდ, ამ მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. 

"რატომღაც მგონია, რომ პრეზიდენტი ასეთი ინიციატივით კონსტიტუციურ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენებისთვის ემზადება. მისი პოლიტიკური დღის წესრიგი სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტი, რომელსაც ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავებს, შეიძლება, მის მიერ წარმოდგენილ ვეტოში შენიშვნების სახით იყოს. ვფიქრობ, რომ ეს ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა კახიანმა. 

დეპუტატის მტკიცებით, უმრავლესობა გარკვეული მოლაპარაკებების წარმართვისთვის მზად არის, თუკი ამას შედეგი ექნება და ეს არ იქნება მოლაპარაკება - მოლაპარაკებისთვის. 

"სანამ ვენეციის კომისიის დასკვნა არ იქნება, ცვლილებებს მესამე მოსმენით არ მივიღებთ და ძალიან დიდი ალბათობით, არ მგონია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში სამართლებრივი შენიშვნები იყოს, რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციები თითქმის სრულად გავითვალისწინეთ", - დასძინა კახიანმა. პრეზიდენტი ოპოზიციას სთავაზობს, რომ კონსტიტუციური პროექტის ალტერნატიული ვერსია მოამზადოს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების მომზადების პროცესს მაშინ ებრძოდა, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა იქნებოდა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების მომზადების პროცესს მაშინ ებრძოდა, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა იქნებოდა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - იმედია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას
გიორგი მარგველაშვილი - იმედია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას
შედგა კონსენსუსი ფაქტობრივად ყველა, 20 პო
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე არ გადავდივართ მომდევნო წელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე არ გადავდივართ მომდევნო წელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია
„ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის არაპირდაპირ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს - მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს ინტერესს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისადმი
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს - მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს ინტერესს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისადმი
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ 
გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ 
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ. 
წაკითხვა
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეხვდა.&l
წაკითხვა
„ეს იქნება ერთი პარტიის კონსტიტუცია“- საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმას აფასებს
„ეს იქნება ერთი პარტიის კონსტიტუცია“- საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმას აფასებს
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებას საპარლამენტო ოპოზიციაში პოლიტიკურ ჩიხს უწოდებენ. 
წაკითხვა
გიორგი კახიანი - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტი საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებს და არც არანაირ შედეგს მოუტანს
გიორგი კახიანი - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტი საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებს და არც არანაირ შედეგს მოუტანს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის შეფასებით, „პატრიოტთ
წაკითხვა