საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

517

ბრიჯიტ ბრინკი - ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას პოლიტიკურ დონეზე იმის საჩვენებლად, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 17:03:00


ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას პოლიტიკურ დონეზე იმის საჩვენებლად, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკსმა თბილისში ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უჭერენ ღია კარის პოლიტიკას შეერთებული შტატები და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები, და როგორია ამ პოლიტიკაში საქართველოს ადგილი. რაცშეეხება ოკუპაციას,  ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას პოლიტიკურ დონეზე იმის საჩვენებლად, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამაყი ვარ, რომ ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა საქართველოში კიდევ ერთხელ გააჟღერა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი“ -აღნიშნა ბრინკმა.

მან აშშ-ის დღევანდელ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ვიცი, რომ დღეს გამოქვეყნდა განცხადება და ეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა უსაფრთოების კუთხით ერთობლივ თანამშრომლობაზე სასაუბროდ, რომელიც მოიცავს მათ შორის საქართველოს წარმოუდგენლად დიდ წვლილს ავღანეთის მისიაში, ასევე ჩვენს ერთობლივ მიღწევებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში", -განაცხადა ბრინკმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ე.წ. ბორდერიზაციისა და გამშვები პუნქტების დახურვის გამო და რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.







 




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სერგეი ლავროვი - ცხოვრება თავისით აიძულებს დასავლეთს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას
სერგეი ლავროვი - ცხოვრება თავისით აიძულებს დასავლეთს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას
ცხოვრება თავისით აიძულებს დასავლეთს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას - ამის შ
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „საბურთალოს“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „საბურთალოს“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 27-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. თბილისის „საბურთალო“ „დავით პეტრიაშვ
წაკითხვა
ისლანდიასა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ისლანდიასა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დ
წაკითხვა
ვერსაჩეს ჩვენება სინდი კროუფორდმა, ნაომი კემპბელმა, კლაუდია შიფერმა, კარლა ბრუნიმ და ჰელენ კრისტენსენმა დახურეს
ვერსაჩეს ჩვენება სინდი კროუფორდმა, ნაომი კემპბელმა, კლაუდია შიფერმა, კარლა ბრუნიმ და ჰელენ კრისტენსენმა დახურეს
იტალიურმა მოდის სახლმა ვერსაჩემ მილანის მოდის კვირეულზე გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია აჩვ
წაკითხვა
გიორგი ვაშაძემ გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
გიორგი ვაშაძემ გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე გლდანში მცხოვრებლებს შეხვდა
წაკითხვა
უკრაინის კულტურის სამინისტრო - ემირ კუსტურიცა, სტივენ სიგალი, ზურაბ წერეთელი და რუსი მომღერლები ქვეყანას საფრთხეს უქმნიან
უკრაინის კულტურის სამინისტრო - ემირ კუსტურიცა, სტივენ სიგალი, ზურაბ წერეთელი და რუსი მომღერლები ქვეყანას საფრთხეს უქმნიან
უკრაინის კულტურის სამინისტრომ ქვეყნის უსა
წაკითხვა
წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველებს ახალი გზა გაჰყავთ
წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველებს ახალი გზა გაჰყავთ
დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის
წაკითხვა