საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

349

გერმანელი პროკურორი ნეონაცისტისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-12 21:59:00

გერმანელმა პროკურორმა ჰერმერტ დიემერმა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრს ბიატე ჩეპესთვის, რომელსაც ათი ადამიანის მკვლელობა ედებრა ბრალად, უვადო პატიმრობის მისჯა მოითხოვა. 

BBC-ს ცნობით, დიემერმა მედიასთან განმარტა, რომ „ჩეპე ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ცივსისხლიანი დამნაშავეა მათ შორის, ვინც გერმანული მართლმსაჯულების წინაშე ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმდგარა“. 

ბიატე ჩეპე იატაკქვეშა ნეონაცისტური ბანდის წევრი იყო, რომელმაც 1998-2011 წლებში რამდენიმე თურქი და ბერძენი მიგრანტი, ასევე გერმანელი პოლიციელი მოკლა. ჩეპე ექვსი წლის წინ დააპატიმრეს. დაჯგუფების ორმა წევრმა სპეცოპერაციის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ბიატე ჩეპეს სასამართლო პროცესი ოთხი წელია, მიმდინარეობს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი