საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

3419

აღმოჩენილია ქარვაში ჩაჭედილი უძველესი ვამპირი ჭიანჭველა მეტალის საცეცებით

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-12 22:13:00

მეცნიერებმა „ჯოჯოხეთის ჭიანჭველას“ ახალი ტიპი აღმოაჩინეს — პირის აპარატის მიდამოებში საშინელი მარწუხების მქონე სახეობა, რომელიც მეტალით გაძლიერებულ ამ მარწუხებს მტრებისთვის სისხლის გამოსაწოვად იყენებდა. 

საბედნიეროდ, ეს მწერები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ. 98 მილიონი წლის წინანდელ ქარვაში ჩაჭედილმა ამ ეგზემპლარმა მრავალი ახალი საოცარი დეტალი გამოამჟღავნა პრეისტორიული სახეობის შესახებ, მათ შორის არის მეტალის კომპონენტები მის მარწუხებში. 

ახლად აღმოჩენილი Linguamyrmex vladi „ჯოჯოხეთის ჭიანჭველების“ სახელით ცნობილ ჯგუფს (Gerontoformica) მიეკუთვნება — ცარცულ პერიოდში გავრცელებულ ჯგუფს, რომლებიც ხასიათდებოდნენ უცნაური, ვერტიკალურად მოძრავი პირის ორგანოებით. 

სინამდვილეში, ჯოჯოხეთის ჭიანჭველები დღეს არსებულ ციცქნა არსებათა წინაპრები არ არიან და მიეკუთვნებოდნენ ღეროვან ჯგუფს, რომელიც მანამდე გადაშენდა, სანამ საკუთარი სახეობის დასაწყებად სცენაზე გამოჩნდებოდა ყველა თანამედროვე მწერის საერთო წინაპარი. 

იქიდან გამომდინარე, როგორი საზარლადაც ამ ჭიანჭველათა ზოგიერთი მახასიათებელი გამოიყურება, ალბათ მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მათ ნაცვლად, ჩვენ გვერდით დღეს ცხოვრობენ უბრალოდ „ტყვიისებრი ჭიანჭველები“ (Paraponera clavata) და „ცეცხლის ჭიანჭველები“ (Solenopsis). 

ქვემოთ მიმართული ქვედა ყბის ნაცვლად, L. Vladi-ს გიგანტური პირის მსგავსი საცეცები ზემოთ აქვს მიმართული — მახასიათებელი, რომელსაც დღეს არსებულ ვერც ერთ ჭიანჭველაში ვერ ნახავთ. 

მაგალითისათვის, ეს არის თანამედროვე ჭიანჭველების ქვედა ყბა: 

 


ეს კი ახლად აღმოჩენილი ჯოჯოხეთის ჭიანჭველას ზედა ყბები: 

 

ყბის წვერზე, ამ ჭიანჭველებს ასევე ჰქონიათ რქის მსგავსი ძლიერი გამონაზარდი; სავარაუდოდ, მას მსხვერპლს დაბლა უჭერდა, მაშინ როცა ზემოთ მიმართულ ყბებს ჭიანჭველა მას სხეულზე ახვევდა.  

მეცნიერებმა ჯგუფმა ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრის, ფილიპ ბარდენის ხელმძღვანელობით, ქვედა ყბებს შორის აღმოაჩინეს მილის მსგავსი არხი, რამაც აფიქრებინა, რომ ჭიანჭველები თავიანთ მსხვერპლს წუწნიდნენ და არ ღეჭავდნენ, უცნაური ყბები სინამდვილეში სულაც არ ასრულებდა ღეჭვის ფუნქციას. 

„Linguamyrmex-ის ყბები და გამონაზარდი შეიძლება რბილტანიანი მსხვერპლის დასაჩხვლეტად გამოიყენებოდა და ეს არსებები ჰემოლიმფით იკვებებოდნენ“, — წერს ჯგუფი კვლევაში. 

ჭიანჭველას ეს ნიმუში ქარვაში ჩაჭედილი იპოვეს, მოზრდილი ხოჭოს ჭუპრის გვერდით, რომელიც სითხის მწოველი ამ არსებისათვის ბრწყინვალე რბილსხეულიანი მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. 

 

მოცემულ დიაგრამაზე ასახულია ორი ეგზემპლარის განლაგება (წითელი რგოლით მონიშნულია რქოვანი გამონაზარდი). ჭიანჭველას ყბები სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ჭუპრში ჩასობილი, მაგრამ როგორც მკვლევრები შენიშნავენ, მათი განლაგება იმაზე მიუთითებს, რომ მატლი ჭიანჭველას მსხვერპლი იყო. 

თუკი ამ საზარელი დეტალის შესახებ ბევრი ვერაფერი გაიგეთ, გეტყვით, რომ იგი ჭიანჭველას ყველაზე უცნაური ნაწილი აღმოჩნდა — როგორც ქარვაში ჩაჭედილი ნიმუშის რენტგენული სკანირებისას გამოჩნდა, გამონაზარდი რქა თავში გაძლიერებული იყო მეტალის ნაწილაკებით.  

როგორც ჩანს, მას ჰქონდა უნარი, მიღებული საკვებიდან მეტალები შეეგროვებინდა და სხეულის იმ ნაწილებისკენ მიემართა, რომლის გაძლიერებაც სჭირდებოდა. 

„ცნობილია, რომ მწერებს აქვთ უნარი კვერცხსადებსა და საცეცებში გამოაცალკევონ მეტალები, განსაკუთრებით კალციუმი, მაგნიუმი, თუთია და რკინა, რათა მოახდინონ ამ ორგანოთა გაძლიერება და შეამცირონ მათი ცვეთა“, — წერია კვლევაში. 

მეტალის შემცველ საცეცებს ჯოჯოხეთის ჭიანჭველას მსხვერპლის უკეთ დაჭერის საშუალებას მისცემდა და გაუადვილებდა რბილტანიანი არსებების დაჭყლეტვას. 

ქარვის ნატეხი, რომელშიც 98 მილიონი წლის წინანდელი ჭიანჭველაა ჩაყოლილი, მიანმარში აღმოაჩინეს.  

რამენიმე თვის წინ, მკვლევრებმა ქარვაში ჩაჭედილი დინოზავრის პატარა ნაშიერი და ბუმბულებიც იპოვეს. 






\


მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ, ჭიანჭველათა კოლონიები თავის გადასარჩენად მოტივტივე „ნავებს“ ქმნიან
ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ, ჭიანჭველათა კოლონიები თავის გადასარჩენად მოტივტივე „ნავებს“ ქმნიან
ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ, ჰიუსტონის ზონის მცხოვრებნი უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ: წყ
წაკითხვა
გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლის შემაჯამებელი გამოფენა ქარვასლის საგამოფენო დარბაზში
გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლის შემაჯამებელი გამოფენა ქარვასლის საგამოფენო დარბაზში
გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლის შემაჯამებელი გამოფენა ქარვასლის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა. 
წაკითხვა
100 მლნ წლის წინ ქარვაში ჩაჭედილი ფრინველი - საოცარი აღმოჩენა მიანმარში
100 მლნ წლის წინ ქარვაში ჩაჭედილი ფრინველი - საოცარი აღმოჩენა მიანმარში
მეცნიერებმა მიანმარში აღმოაჩინეს უნიკალურ
წაკითხვა
17 თებერვალს, ქარვასლაში ანკა კალატოზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
17 თებერვალს, ქარვასლაში ანკა კალატოზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
პირველი პერსონალური გამოფენა ხუთწლიანი ინტერვალის შემდეგ.  17 თებერვ
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლების კონტრაბანდის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლების კონტრაბანდის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძი
წაკითხვა
განათლების მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია გამართა
განათლების მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები წარადგინა თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" განათლ
წაკითხვა
მეცნიერებმა ჭიანჭველას ახალი სახეობა ბაყაყის ნარწყევში აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ჭიანჭველას ახალი სახეობა ბაყაყის ნარწყევში აღმოაჩინეს
ეკვადორში მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს
წაკითხვა
„ახალი წელი თბილისში“ - ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
„ახალი წელი თბილისში“ - ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
„ახალი წელი თბილისში“ - დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ამ წუთებში აჯილდოებენ. 
წაკითხვა