საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

10582

აშშ-ზე თავსდატეხილ ქარიშხალთა უმეტესობა სათავეს ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას იღებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-12 21:38:00

სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ქარიშხალმა ჰარვიმ ტეხასის შტატს გადაუარა, ფლორიდის შტატს ქარიხალი ირმა დაატყდა თავს. ატლანტიკური ტროპიკული ქარიშხლების სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 12 კვირა რჩება. ისმის კითხვა — საიდან მოდის ყველა ეს შტორმი? 

როგორც მკვლევრებმა გაარკვიეს, ყველა ის ქარიშხალი, რომელიც აშშ-სა და კანადას ატყდება თავს, სათავეს იღებს დასავლეთ აფრიკის თავზე, ატმოსფეროში, ძირითადად კი კუნძულ კაბო-ვერდეს სანაპიროს სიახლოვეს, ერთ წერტილში. 

2015 წელს, Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა აჩვენეს, რომ დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან დაწყებულ ამ ტროპიკულ აშლილობებზე ახლო დაკვირვებებით, მათ უკეთესად შეეძლოთ იმის პროგნოზირება, თუ რომელი მათგანი გადაიქცეოდა რამდენიმე კვირის შემდეგ სერიოზულ ქარიშხლად. 

„იმ ქარიშხალთა 85%, რომლებიც აშშ-სა და კანადას ატყდება თავს, სათავეს იღებს დასავლეთ აფრიკის სანაპიროს თავზე, ატმოსფერული აშლილობის სახით“, — აღნიშნავდა თელ-ავივის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი კოლინ პრაისი. 

„აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდია აშლილობის შედეგად დაფარული ტერიტორია, უფრო დიდია იმის შანსი, რომ ისინი ქარიშხლებად იქცნენ, ოღონდ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ“. 

საინტერესოა, რომ ეს ქარიშხლები პირდაპირაა დაკავშირებული დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილთან — საჰარის უდაბნოსთან. 

საჰარის ცხელ, მშრალ ჰაერსა და გვინეის ყურის ცივ, ნოტიო ჰაერს შორის ურთიერთქმედება წარმოქმნის ე. წ. აფრიკის აღმოსავლურ ქარს, რომელიც აფრიკის გასწვრივ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ჰქრის.  

ჰაერის ამ ნაკადში, შესაძლებელია ატმოსფერული აშლილობის, ე. წ. ტროპიკული ტალღის წარმოქმნა. როგორც 2015 წლის კვლევამ აჩვენა, როდესაც ისინი დასავლეთ აფრიკის სანაპიროსკენ ჰქრის, კაბო-ვერდეს გავლის წერტილში, ღრუბლების საფარის ოდენობაზე დაყრდნობით, შესაძლებელია იმის პროგნოზირება, გადაიქცევა თუ არა ეს ტროპიკული ტალღები ერთი ან ორი კვირის შემდეგ ქარიშხლად. 


როგორ ხდება ეს ყოველივე? დასავლეთისკენ მსვლელობისას, ტროპიკული ტალღების ურთიერთქმედება ატლანტიკის თბილ ეკვატორულ წყლებთან, იწვევს ოკეანიდან თბილი, ნოტიო ჰაერის სვეტების აწევას. 

შედეგად, წარმოიქმნება სამიდან ორი მთავარი ინგრედიენტი იმისათვის, რაც ტროპიკული შტორმის სრულფასოვან ქარიშხლად გადაქცევისათვისაა საჭირო: ტენიანი ჰაერი; დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო და ოკეანის თბილი ტემპერატურა. როდესაც მობზღრიალე ქარების სიჩქარე 119 კმ/სთ-ს აღწევს, მას უკვე ენიჭება ქარიშხლის I კატეგორია. 

„ირმა“ პირველად ტროპიკული აშლილობის სახით შენიშმეს აგვისტოს ბოლოს, კაბო-ვერდეს კუნძულებთან. კარიბის კუნძულებისა და აშშ-ისკან მსვლელობისას, იგი თანდათან იქცა სრულფასოვან ქარიშხლად. 

კოლინ პრაისის განცხადებით, ყოველწლიურად, დასავლეთ აფრიკის თავზე წარმოქმნილი 60 აშლილობის მხოლოდ 10% ხდება ქარიშხალი — მაგრამ ატლანტის ოკეანის გადაკვეთისას, ეს უკანასკნელნი ძალღონეს იკრებენ და იმდენად მძლავრნი ხდებიან, რომ აშშ-სა და კანადასაც კი ატყდებიან თავს. 

„ატლანტის ოკეანეში ჩამოყალიბებული ყველა ქარიშხალი კაბო-ვერდესთან არ იღებს სათავეს, თუმცა სწორედ აქ იწყება ის უმძლავრესი ტროპიკული ქარიხლები, რომლებიც შემდეგ კონტინენტურ აშშ-ში იჭრება“, — წერს აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული სააგენტო. 

ამჟამად, მთელი მსოფლიოს მკვლევრები აქტიურად მუშაობენ, რათა უკეთ შესძლონ იმის პროგნოზირება, თუ რომელი ეს აშლილობა შეძლება იქცეს ქარიშხლად და შესაბამისად, მოხდეს მომზადება. 

„თული ქარიშხლის პროგნოზირებას ერთი ან ორი კვირით ადრე შევძლებთ, წარმოიდგინეთ, რამდენად უკეთ მოასწრებენ მასთან შესახვედრად მომზადებას ქალაქები თუ სოფლები“, — ამბობს თელ-ავივის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი კოლინ პრაისი. 




მომზადებულია noaa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს თავს დაატყდა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს თავს დაატყდა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს დაატყდა თავს. შტორმი მეოთხე კატეგორიის სიმძლავრისაა. ძლეირმა ქარმა, რომლის სიჩქარე 350 კილომეტრს საათში აღწე
წაკითხვა
ქარიშხალმა „მარიამ“ პუერტო-რიკო დააზარალა
ქარიშხალმა „მარიამ“ პუერტო-რიკო დააზარალა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს დაატყდა თავს. შტორმი მეოთხე კატეგორიის სიმძლავრისაა. ძლიერმა ქ
წაკითხვა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო რიკოსკენ მიემართება
ქარიშხალი „მარია“ პუერტო რიკოსკენ მიემართება
ქარიშხალი „მარია“ კარიბის ზღვაში კუნძულ გვადელუპესა და დომინიკას ნაწილს თავს დაატყდა. მე-5 კა
წაკითხვა
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 350 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალმა დომ
წაკითხვა
ტროპიკული შტორმი „მარია“ გაძლიერდა და კარიბის კუნძულებისკენ მიემართება
ტროპიკული შტორმი „მარია“ გაძლიერდა და კარიბის კუნძულებისკენ მიემართება
ტროპიკული შტორმი „მარია“ მესამე კატეგორიის
წაკითხვა
ატლანტის ოკეანეში ტროპიკული შტორმი „მარია“ წარმოიქმნა
ატლანტის ოკეანეში ტროპიკული შტორმი „მარია“ წარმოიქმნა
სამხრეთ ამერიკის სანაპიროსა და კარიბის ზღ
წაკითხვა
მეტეოროლოგი, რომელიც „ირმას“ არ შეუშინდა [ვიდეო]
მეტეოროლოგი, რომელიც „ირმას“ არ შეუშინდა [ვიდეო]
სოციალურ ქსელებში პოპულარულია ვიდეოები, რომლებიც ამერიკელი მეტეოროლოგის საიმონ
წაკითხვა
ევროპული სახელმწიფოები ქარიშხალ „ირმას“ ზარალს ითვლიან
ევროპული სახელმწიფოები ქარიშხალ „ირმას“ ზარალს ითვლიან
სამი ევროპული სახელმწიფოს მთავრობა - საფრ
წაკითხვა