საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

334

ევროპული სახელმწიფოები ქარიშხალ „ირმას“ ზარალს ითვლიან

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-12 21:11:00


სამი ევროპული სახელმწიფოს მთავრობა - საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები, კარიბის ზღვაში საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სტიქიის ზარალს ითვლიან და მოსახლეობას დახმარებას პირდებიან. 

BBC-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ გვადელუპეზე ჩავიდა. მოსახლეობას მთავრობამ ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანა. მაკრონმა კუნძულის მცხოვრებლებს პირობა მისცა, რომ ინფრასტრუქტურა უახლოეს თვეებში თავიდან გაიმართება. მისი თქმით, ოფიციალური პარიზი მზად არის, დასახმარებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოყოს.

დიდი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებსა და ანგილიაზე ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი გაემგზავრა. კუნძულ სენ-მარტენზე ნიდერლანდების მეფე უილემ ალექსანდრიც ჩავიდა.

ქარიშხალ „ირმას“ კარიბის ზღვის კუნძულებზე საერთო ჯამში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს თავს დაატყდა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს თავს დაატყდა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს დაატყდა თავს. შტორმი მეოთხე კატეგორიის სიმძლავრისაა. ძლეირმა ქარმა, რომლის სიჩქარე 350 კილომეტრს საათში აღწე
წაკითხვა
ქარიშხალმა „მარიამ“ პუერტო-რიკო დააზარალა
ქარიშხალმა „მარიამ“ პუერტო-რიკო დააზარალა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს დაატყდა თავს. შტორმი მეოთხე კატეგორიის სიმძლავრისაა. ძლიერმა ქ
წაკითხვა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო რიკოსკენ მიემართება
ქარიშხალი „მარია“ პუერტო რიკოსკენ მიემართება
ქარიშხალი „მარია“ კარიბის ზღვაში კუნძულ გვადელუპესა და დომინიკას ნაწილს თავს დაატყდა. მე-5 კა
წაკითხვა
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 350 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალმა დომ
წაკითხვა
ტროპიკული შტორმი „მარია“ გაძლიერდა და კარიბის კუნძულებისკენ მიემართება
ტროპიკული შტორმი „მარია“ გაძლიერდა და კარიბის კუნძულებისკენ მიემართება
ტროპიკული შტორმი „მარია“ მესამე კატეგორიის
წაკითხვა
ატლანტის ოკეანეში ტროპიკული შტორმი „მარია“ წარმოიქმნა
ატლანტის ოკეანეში ტროპიკული შტორმი „მარია“ წარმოიქმნა
სამხრეთ ამერიკის სანაპიროსა და კარიბის ზღ
წაკითხვა
მეტეოროლოგი, რომელიც „ირმას“ არ შეუშინდა [ვიდეო]
მეტეოროლოგი, რომელიც „ირმას“ არ შეუშინდა [ვიდეო]
სოციალურ ქსელებში პოპულარულია ვიდეოები, რომლებიც ამერიკელი მეტეოროლოგის საიმონ
წაკითხვა
აშშ-ზე თავსდატეხილ ქარიშხალთა უმეტესობა სათავეს ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას იღებს
აშშ-ზე თავსდატეხილ ქარიშხალთა უმეტესობა სათავეს ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას იღებს
სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ქა
წაკითხვა