საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

308

პრემიერის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დღემდე გამოყოფილ 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეღავათიან სესხს, ასევე - მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს

გამოქვეყნებულია 2017-09-12 20:58:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან, რომელიც თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება, განხილვის მთავარი თემები საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავი, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დღემდე გამოყოფილ 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეღავათიან სესხს, ასევე - მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს, რომელთა მოცულობა 754 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა არაერთ სფეროში, მათ შორის - განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესზე, სტრუქტურულ - მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე ისაუბრა 25-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

სირილ მიულერი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ფორუმში - „Boosting Georgia’s Development: From Top Reformer to Top Performer, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავად 15 სექტემბერს გაიმართება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორ აფასებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია
როგორ აფასებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია
მკაფიო განცხადებები ოკუპაციაზე და ღია გზავნილები მოსკოვის მისამართით - ასეთი შეფასებები კეთდება პრემიერის გამოსვლაზე მმართველ პარტიაში. <
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის გზავნილები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
საქართველოს პრემიერის გზავნილები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები გაეროს ტრიბუნიდანაც ახსენეს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გიორგი კვირიკაშვილის 16-წუთიანმა გამ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერმა
საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერმა
ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე, რუსეთის პროვოკაციული ქმედებები, და დე ფაქტო ხელისუფლებებთან დადებული ე.წ ხელშეკრულებები – ეს ი
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის მთავარი გზავნილები გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე
საქართველოს პრემიერის მთავარი გზავნილები გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე
ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის პროვოკაციული ქმედებები, დე ფაქტო ხელისუფლებებთან დადებული ე.წ.  ხელშეკრულებები – ეს ს
წაკითხვა
თედო ჯაფარიძე გიორგი კვირიკაშვილის გაერო-ში გამოსვლაზე - ეს იყო საინტერესო განაცხადი, უკვე მივიღე რამდენიმე ზარი უცხოელი კოლეგებისგან, რომელთაც ზუსტად ეს აღნიშნეს
თედო ჯაფარიძე გიორგი კვირიკაშვილის გაერო-ში გამოსვლაზე - ეს იყო საინტერესო განაცხადი, უკვე მივიღე რამდენიმე ზარი უცხოელი კოლეგებისგან, რომელთაც ზუსტად ეს აღნიშნეს
ეს იყო საინტერესო განაცხადი და უკვე მივიღე რამდენიმე ზარი ჩემი უცხოელი კოლეგებისგან რომელთაც ზუსტად ეს აღნიშნეს. ეს იყო კომპლექსური გამოსვლა, - ა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - დღეს მოგმართავთ, როგორც ჩვენი ერის მსახური და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვისაც უყვარს და მხარს უჭერს საქართველოს
გიორგი კვირიკაშვილი - დღეს მოგმართავთ, როგორც ჩვენი ერის მსახური და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვისაც უყვარს და მხარს უჭერს საქართველოს
საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ასობით ათასი ჩემი თანამემამულე ვერ ბრუნდება შინ იმიტომ, რომ გაერო-ს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე
გიორგი კვირიკაშვილი - ასობით ათასი ჩემი თანამემამულე ვერ ბრუნდება შინ იმიტომ, რომ გაერო-ს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე
ასობით ათასი ჩემი თანამემამულე, რომლებიც
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დებულების ერთგულება, რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დებულების ერთგულება, რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია
საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთ
წაკითხვა