საზოგადოებრივი
104.5 FM
2232

აშშ-ში ქარიშხალ „ირმას“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-12 06:42:00


ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ირმას“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდა დააზარალა.

შტორმი ასევე მძვინვარებს ჯორჯიის, სამხრეთ კაროლინისა და ალაბამას შტატებში. ფლორიდაში, ქარიშხლის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება 6,7 მილიონ აბონენტს. ერთ მილიონამდე აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე ჯორჯიის შტატში. 

ფლორიდაში, ქარიშხალ „ირმას“გამო, ხელისუფლებამ 6,5 მილიონი ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ფლორიდაში მაშველები 30-მა შტატმა გაგზავნა. 

„ირმას“ სიმძლავრე ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა მას კვლავ ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი. ამჟამად ციკლონი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი თანდათან შესუსტდება. 

სანამ აშშ-ის სანაპიროს მიაღწევდა, ქარიშხალმა „ირმამ“კარიბის ზღვის აუზის კუნძულებს გადაუარა და ზოგიერთი მათგანი მთლიანად გაანადგურა. სენ-მარტინსა და ბარბუდაზე განადგურებულია შენობების 95%. კარიბის ზღვაში სტიქიას 37 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 დაიღუპა კუბაზე. 



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში, ირანი მრავალეროვნული ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის განადგურებას გეგმავს
ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში, ირანი მრავალეროვნული ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის განადგურებას გეგმავს
ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემ
წაკითხვა
სამდღიანმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა - მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ
სამდღიანმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა - მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ
სამდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა. მეწყერსაშიშროების გამო, საფრთხე შეექმნა 18 ოჯახს, დღეისათვის 10 მათგა
წაკითხვა
აშშ-ის 15 შტატი ბედნიერი ცხოვრებისთვის (ფოტოები)
აშშ-ის 15 შტატი ბედნიერი ცხოვრებისთვის (ფოტოები)
ბიზნესის კვლევის ინტერნეტსაიტმა WalletHub
წაკითხვა
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შ
წაკითხვა
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირ დიალოგს არ გამორიცხავს
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირ დიალოგს არ გამორიცხავს
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირ დიალოგს არ გამორიცხავს.
წაკითხვა
სტიქია აჭარაში - რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა
სტიქია აჭარაში - რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა
ამ დრომდე ძლიერი წვიმა და ქარია აჭარაში. სტიქიამ რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შექმნა.
წაკითხვა
ქობულეთში, სტიქიის გამო რამდენიმე სახლის დანგრევის საფრთხე არსებობს
ქობულეთში, სტიქიის გამო რამდენიმე სახლის დანგრევის საფრთხე არსებობს
ქობულეთში, სტიქიის გამო, სამ ათასამდე აბო
წაკითხვა
რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზო
წაკითხვა