საზოგადოებრივი
104.5 FM
493

ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ, სამშენებლო კომპანია ტექნიკის გაუმართაობას გამორიცხავს

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-09 09:56:00

ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანია „მეტროს“ წარმომადგენელი რაულ კახაძე აცხადებს, რომ ამწეები გამართული იყო და არსებობს მისი ექსპლუატაციაში ყოფნის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გამოძიების დასრულებამდე, კახაძე შემთხვევის მიზეზებზე ვერ საუბრობს.

„ამწეები გამართული იყო. მშენებლობაზე დაცულია უსაფრთხოების ნორმები და ამას გამოძიებაც დაადგენს“ -განაცხადა რაულ კახაძემ პირველ არხთან საურისას.

ის ამბობს, რომ მუშები დაზღვეულნი იყვნენ და პოლისით გათვალისწინებული თანხის პარალელურად, ოჯახები კომპენსაციას კომპანიისგან დამატებით მიიღებენ.

„მინდა მივუსამძიმრო კომპანიის სახელით გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით შედეგებს“, - განაცხადა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა. 

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც გუშინ, მშენებარე კორპუსში მომხდარი შემთხვევის გამო ორი მუშა დაიღუპა, სამუშაოები შეჩერებულია. თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევა სამუშაო საათების დასრულების პერიოდში მოხდა. „მე გვერდით ამწეზე ვმუშაობდი, როცა შემთხვევა მოხდა. ბეტონი ამწეს სპეციალური ავზით გადაჰქონდა, დანადგარზე ისხდნენ ახალგაზრდები, გაწყდა ბაგირი და მუშები ბეტონთან ერთად მერვე სართულიდან გადმოვარდნენ, ორივე გარდაცვლილი იყო, როცა ადგილზე მივედით“ - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული რაულ ბერიძე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფოთში, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი რვა თვის ბავშვი გარდაიცვალა
ფოთში, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი რვა თვის ბავშვი გარდაიცვალა
რვა თვის ბავშვი, რომელიც დაახლოებით ერთ საათის წინ ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულ
წაკითხვა
ფოთში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან რვა თვის ბავშვი გადმოვარდა
ფოთში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან რვა თვის ბავშვი გადმოვარდა
ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვ
წაკითხვა
სტიქია აჭარაში - ბათუმში 5-ბალიანი შტორმია
სტიქია აჭარაში - ბათუმში 5-ბალიანი შტორმია
სტიქია აჭარაში - ბათუმში 5-ბალიანი შტორმია. ახალი ბულვარის სანაპიროზე პრომინადები თითქმის მთლიანად დაფარულია გამორიყული ხეებითა და ნაშალი მ
წაკითხვა
აჭარაში 5-ბალიანი შტორმია
აჭარაში 5-ბალიანი შტორმია
ბათუმის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია. ღელვას ინფრასტრუქტურისთვის ზია
წაკითხვა
ძლიერმა ქარმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ
წაკითხვა
„მშვიდობა მნიშვნელოვანია“ - ვორქშოფი წეროვანის დევნილთა დასახლებაში
„მშვიდობა მნიშვნელოვანია“ - ვორქშოფი წეროვანის დევნილთა დასახლებაში
„მშვიდობა მნიშვნელოვანია“, - ამ სახელწოდებით, სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი) ჩატარდა წეროვანის დევნილთა დასახლებაში. ღონისძიების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი
წაკითხვა
როგორია თბილისის მერობის კანდიდატთა ურბანული პოლიტიკა
როგორია თბილისის მერობის კანდიდატთა ურბანული პოლიტიკა
თბილისის მერობის ყველა კანდიდატი თანხმდება, რომ ქაოსური მშენებლობები დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა, ქალაქის პირველი პირის
წაკითხვა
აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა
აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა
უამინდობის შედეგად აჭარაში ჩაიხერგა სასოფლო გზები, დაზიანდა ხიდები. ქარიშხალმა სახურავი გადახადა რამდენიმე სახლს. მეწყრული პროცესები ქობულე
წაკითხვა