საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

28893

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

მარიამ შალიკაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-08 12:48:00

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს პირველად თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ჟიურიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყველა კონკურსანტს მოუსმინა. 

მონაწილეებმა საკუთარი რეპერტუარიდან თითო სიმღერა შეასრულეს. კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.

საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს. 

ასევე, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც. კასტინგი გორდონ ბონელომ პროექტის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ჩაატარა. 

საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო“.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე პრესის და ფანების აკრედიტაციის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ
2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე პრესის და ფანების აკრედიტაციის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ
მედიის წარმომადგენლებს და ფანებს, რომლებს
წაკითხვა
პირველი არხი საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს
პირველი არხი საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს
პირველი არხი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიი
წაკითხვა
თბილისში დაგეგმილ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს
თბილისში დაგეგმილ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს
თბილისში დაგეგმილ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით გრიგოლ ყიფშიძე იმღერებს. 
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზია 2017- ის ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილია - ჟიურიმ 7 მონაწილეს შორის გრიგოლ ყიფშიძე შეარჩია
საბავშვო ევროვიზია 2017- ის ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილია - ჟიურიმ 7 მონაწილეს შორის გრიგოლ ყიფშიძე შეარჩია
საბავშვო ევროვიზია 2017-ის ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილია. შიდა შესარჩევი კონკურსის შედეგად ჟიურიმ 7 მონაწილეს შორის გრიგოლ ყიფშიძე შე
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსი - ფოტოამბავი
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს წარმომადგენლის შესარჩევი კონკურსი - ფოტოამბავი
საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება - ამ წუთებში შიდაშესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება - ამ წუთებში შიდაშესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება. ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შიდაშესარჩევი კონკურს
წაკითხვა
ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, დღეს გახდება ცნობილი
ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, დღეს გახდება ცნობილი
დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ წარადგენს სა
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა ცნობილი 8 სექტემბერს გახდება
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა ცნობილი 8 სექტემბერს გახდება
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა ცნობილი 8 სექტემბერს გახდება. 
წაკითხვა