საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

693

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წლიური ბიუჯეტი დახარჯულია

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-22 22:17:00

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წლიური ბიუჯეტი უკვე დახარჯულია. როგორც 21 აგვისტოს გამოცემა USA Today-სთან ინტერვიუში საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა რენდოლფ ელესმა განაცხადა, უწყებას აღარ გააჩნია სახსრები ხელფასების გასაზრდელად და დანამატების გასაცემად.

რენდოლფი ამტკიცებს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში თანხები აღარ არის, ხოლო მისი გაზრდა კანონით დაწესებული ლიმიტის გამო დაუშვებელია. 

საიდუმლო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ორია. პირველი და უმთავრესი დონლად ტრამპისა და მისი ოჯახის წევრთა ყოველკვირეული ვოიაჟებია.









როგორც ცნობილია, ტრამპები ყოველ შაბათ-კვირას ფლორიდაში, ნიუ ჯერსისა და ვირჯინიაში მდებარე მათივე კუთვნილ გოლფ კლუბებს სტუმრობენ. კანონის მიხედვით, ყოველი ასეთი მოგზაურობის დროს მათ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები უნდა ახლდნენ თან.

USA Today-ს გათვლებით, თითოეული ვიქენდი ბიუჯეტს სამი მილიონი დოლარი უჯდება. პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა დაცვის გარდა, საიდუმლო სამსახური იძულებულია გოლფ კლუბებშიც მუდმივად იყოლიოს პერსონალი.

გაზრდილი ხარჯების მეორე მიზეზი აშშ-ის 45-ე ლიდერის ოჯახის წევრთა რაოდენობაა. თუ ობამას შემთხვევაში საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები 31 ადამიანს იცავდნენ, ტრამპის დროს მათი რიცხვი 42-ია.

ამასთან, კანონით აუცილებელია, რომ პრეზიდენტის ნათესავებს დაცვა საზღვარგარეთ მოგზაურობის დროსაც ჰყავდეს.


პრეზიდნეტის მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს. ამას ვერაფერს მოვუხერხებთ“, - განაცხადა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა ამერიკულ მედიასაშუალებასთან საუბრის დროს.

ამის გამო მან უკვე დაიწყო მოლპარაკებები კონგრესთან, რათა პრეზიდენტის დაცვის წევრების წლიური ანაზღაურების ლიმიტი 160 ათასი დოლარის 187 ათასამდე გაიზარდოს.

რენდოლფ ელესის თქმით, მას იმედი აქვს რომ კონგრესმენები მის წინადადებას დათანხმდებიან და მისი თანამშრომლების ხელფასები ტრამპის პრეზიდენტობის დროს მაინც გაიზრდება. დაგეგმილია ახალი კადრების მიღებაც. თანამშრომელთა რიცხვი 6800-დან 9500-მდე უნდა გაიზარდოს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახური 1865 წელს შეიქმნა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველ ფედერალურ სპეცსამსახურად ითვლება. თავდაპირველად, ამ სამსახურის მიზანი ფულის გამყალბებლებთან ბრძოლა იყო. 1902 წლიდან კი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს აშშ-ის პირველი პირების დაცვა დაევალა. დღეს ფედერალური სააგენტოს კომპეტენციაში უცხოელი სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაც შედის.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ირანის პრეზიდენტი - თუ ტრამპი ირანთან შეთანხმებას გააუქმებს, აშშ-ის მიმართ ნდობას ყველა სახელმწიფო დაკარგავს
ირანის პრეზიდენტი - თუ ტრამპი ირანთან შეთანხმებას გააუქმებს, აშშ-ის მიმართ ნდობას ყველა სახელმწიფო დაკარგავს
ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ნდობა
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ინიციატივებში მონაწილეობა, რომელიც მდგრადი განვითარების გეგმებს ეხება
მიხეილ ჯანელიძე - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ინიციატივებში მონაწილეობა, რომელიც მდგრადი განვითარების გეგმებს ეხება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქათველოს საკითხი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განიხილებო
წაკითხვა
თეა წულუკიანი - ყველას კარგად გვესმის, რომ არ არსებობს უსაფრთხო საქართველო, უსაფრთხო რეგიონისა და მსოფლიოს გარეშე
თეა წულუკიანი - ყველას კარგად გვესმის, რომ არ არსებობს უსაფრთხო საქართველო, უსაფრთხო რეგიონისა და მსოფლიოს გარეშე
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არ არსებობს უსაფრთხო საქართველო, უსაფრთხო რეგიონისა და მსოფლი
წაკითხვა
სტოლტენბერგი ჩრდილოეთ კორეაზე - ტრამპი ხშირად იყენებს მკაცრ ლექსიკას
სტოლტენბერგი ჩრდილოეთ კორეაზე - ტრამპი ხშირად იყენებს მკაცრ ლექსიკას
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება შ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - აშშ იძულებული იქნება, გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი
დონალდ ტრამპი - აშშ იძულებული იქნება, გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პოლიტიკური დებატების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყურა
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის ინიციატივის შესახებ წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას უერთდება
საქართველო გაერო-ს რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის ინიციატივის შესახებ წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას უერთდება
საქართველო გაერო-ს რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის ინიციატივის შესახებ წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას უერთდება.
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი - კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვისკენ
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი - კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვისკენ
რუსეთი განაგრძობს აგრესიას სამეზობლოში, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებულ 2018 წლის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია აღნი
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი - საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესებისადმი ერთგულება
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი - საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესებისადმი ერთგულება
საქართველო არის აშშ-ის ღირებული მეგობარი, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესებისადმი ერთგულება, მათ შორის ავღანეთში, ნატო-ს 
წაკითხვა