საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

280

გიორგი მარგველაშვილი - თუ არ შეიცვლება სულისკვეთება, რომ ჩვენ პულტები გვაქვს და ყველაზე ჭკვიანები ვართ, მოქმედ კონსტიტუციას ვერ მივიღებთ

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-22 12:41:00

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მივესალმები, თუმცა თუ სულისკვეთება არ შეიცვლება, რომ ჩვენ პულტები გვაქვს და ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, მოქმედ კონსტიტუციას ვერ მივიღებთ, -  ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელიც კონსტიტუციური პროექტის თაობაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის წარმოებულ მოლაპარაკებების პროცესს გამოეხმაურა.

მარგველაშვილის თქმით, კონსულტაციებს მიესალმება, მაგრამ ამავე დროს, არსებულ პროცესს აკვირდება.

„როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, ამ კომისიის სულისკვეთებიდან გამომდინარე, მთელ საზოგადოებას მოვახსენე, ამ კომისიის მუშაობას რა შედეგები ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიაში ჩართვის ენთუზიაზმი ძალიან მაღალი იყო, სამწუხაროდ, ბოლომდე გამართლდა ის, რაც საზოგადოებას ვუთხარი. ასეთი სულისკვეთებით შექმნილი კომისია მუშაობას ისე დაასრულებდა, როგორც დაასრულდა -  ნულოვანი კონსენსუსით და ჩაკეტილი პროცესით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სახით მაგიდაზე ნულოვანი კონსენსუსი  გვედო,  რომელსაც ხელს ერთი პარტია აწერდა და ისიც შიგნით შეუთანხმებლად, პარლამენტმა ძალიან სწრაფად, ფაქტიურად, რეკორდული სისწრაფით პროექტი ორი მოსმენით მიიღო, რითაც პოლიტიკური პროცესი სრულ ჩიხში შეიყვანა. ვინაიდან, დღეს იმის გააზრება გაჩნდა, რომ კონსტიტუცია მისაღებია არა ხელის გადაგრეხვით და პულტების მეშვეობით, არამედ ეს კონსენსუსზე უნდა იყოს  დამყარებული, ამ კონსულტაციებს მივესალმები, თუმცა თუ სულისკვეთება არ შეიცვლება და სულიკვეთება იქნება, რომ ჩვენ პულტები გვაქვს და ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, მოქმედ კონსტიტუციას ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა. ოპოზიცია უმრავლესობას მოუწოდებს, პროპორციული სისტემა 2020 წელს ამოქმედდეს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნების წერილობითი ფორმით წარდგენა მოსთხოვა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების მომზადების პროცესს მაშინ ებრძოდა, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა იქნებოდა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების მომზადების პროცესს მაშინ ებრძოდა, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა იქნებოდა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - იმედია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას
გიორგი მარგველაშვილი - იმედია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას
შედგა კონსენსუსი ფაქტობრივად ყველა, 20 პო
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე არ გადავდივართ მომდევნო წელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე არ გადავდივართ მომდევნო წელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია
„ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის არაპირდაპირ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს - მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს ინტერესს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისადმი
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს - მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს ინტერესს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისადმი
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ 
გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ 
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ. 
წაკითხვა
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეხვდა.&l
წაკითხვა
„ეს იქნება ერთი პარტიის კონსტიტუცია“- საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმას აფასებს
„ეს იქნება ერთი პარტიის კონსტიტუცია“- საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმას აფასებს
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებას საპარლამენტო ოპოზიციაში პოლიტიკურ ჩიხს უწოდებენ. 
წაკითხვა
"ლიბერალ დემოკრატებმა" პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყეს
"ლიბერალ დემოკრატების" ლიდერს მ
წაკითხვა