საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

727

გიორგი მარგველაშვილმა ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა

თეა ბითაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-22 12:27:00

მინდა, მადლობა ვუთხრა მეხანძრეებს, მაშველებს, ყველას, ვინც ეს დღეებია, გმირულად ებრძვის ხანძარს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მობილიზებულია სახელმწიფო რესურსი, მასში ჩართულია, როგორც ქართული, ასევე მეზობელი სახელმწიფოს რესურსები. 

"მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მადლობა აზერბაიჯანს და თურქეთს, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან. მაღალი ხარისხის კოორდინაციაა, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკვალების პროცესში არიან ჩართულები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს და სთხოვა, რომ დამოუკიდებლად არ ჩაერთონ ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში. 

"ვთხოვ მოხალისეებს, არაფრის დიდებით არ ჩაერთნონ დამოუკიდებელად ღონისძიებებში. დახმარება შესთავაზონ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს იქნება ეფექტური. მადლობა სამოქალაქო ორგანიზებისთვის მოხალისეებს. მინდა ვთქვა, რომ ხანძარი არ  ემუქრება დასახლებულ პუნქტებს. მიმდინარეობს მუშაობა, ამ მომენტში არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, ოპერატიულად მუშაობს მედია და მადლობა მათ ასეთ 24 საათიანი ჩართულობისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი მარგველაშვილი - იმედია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას
გიორგი მარგველაშვილი - იმედია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას
შედგა კონსენსუსი ფაქტობრივად ყველა, 20 პო
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ 
გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ 
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ. 
წაკითხვა
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეხვდა.&l
წაკითხვა
გომბორის ტყეში ხანძარია
გომბორის ტყეში ხანძარია
გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. პირველ არხთან საუბრისას საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენელმა
წაკითხვა
გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია
გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია
გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი გორიჯვრის მთის ფერდობზე გაჩნდა. ხანძრის ჩ
წაკითხვა
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად - საქართველოში ტოტი, ძანეტი, დინო ბაჯო, ტონი, შევჩენკო, კოსტაკურტა, რივალდო, დიდა, პუიოლი ითამაშებენ
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად - საქართველოში ტოტი, ძანეტი, დინო ბაჯო, ტონი, შევჩენკო, კოსტაკურტა, რივალდო, დიდა, პუიოლი ითამაშებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით
წაკითხვა
ხანძარი ლონდონში - ტოტენჰემში ცეცხლს 100-მდე მეხანძრე ებრძვის
ხანძარი ლონდონში - ტოტენჰემში ცეცხლს 100-მდე მეხანძრე ებრძვის
ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში,
წაკითხვა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორჭოსანთან ხანძარია
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორჭოსანთან ხანძარია
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარ
წაკითხვა