საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

963

ხანძარი სოფელ დაბაში - ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-21 09:52:00


ბორჯომში, სოფელ დაბასთან ხანძარს აქტიურ რეჟიმში აქრობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამის ტექნიკასთან ერთად.

მათი ინფორმაციით, ტექნიკის შეყვანა ხანძრის კერასთან მოხერხდა, ღამით გზა გაიჭრა და ამ დროისათვის, უკვე შეყვანილია სახანძრო მანქანებიც. გამთენიისას, ადგილზე ვერტმფრენმაც განაახლა მუშაობა. 

ღამით იყო ძლიერი ქარი, რის გამოც, ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა. დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საშიშროება კვლავ არ არსებობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

მათივე ცნობით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაობები. დილის 06.00 საათიდან ადგილზე ვერტმფრენი და სამაშველო სამსახურები აგრძელებდნენ მუშაობას.  

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის ცეცხლი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ტყეში ხანძარია
გომბორის ტყეში ხანძარია
გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. პირველ არხთან საუბრისას საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენელმა
წაკითხვა
გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია
გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია
გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი გორიჯვრის მთის ფერდობზე გაჩნდა. ხანძრის ჩ
წაკითხვა
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად - საქართველოში ტოტი, ძანეტი, დინო ბაჯო, ტონი, შევჩენკო, კოსტაკურტა, რივალდო, დიდა, პუიოლი ითამაშებენ
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად - საქართველოში ტოტი, ძანეტი, დინო ბაჯო, ტონი, შევჩენკო, კოსტაკურტა, რივალდო, დიდა, პუიოლი ითამაშებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით
წაკითხვა
ხანძარი ლონდონში - ტოტენჰემში ცეცხლს 100-მდე მეხანძრე ებრძვის
ხანძარი ლონდონში - ტოტენჰემში ცეცხლს 100-მდე მეხანძრე ებრძვის
ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში,
წაკითხვა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორჭოსანთან ხანძარია
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორჭოსანთან ხანძარია
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარ
წაკითხვა
ხახაბოს მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია
ხახაბოს მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია
თუშეთში, ხახაბოს მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია.
წაკითხვა
თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხანძრის ძირითადი კ
წაკითხვა
მცხეთაში, ერთ-ერთ სასტუმროსთან ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
მცხეთაში, ერთ-ერთ სასტუმროსთან ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
მცხეთაში, სასტუმრო „ბალკონთან“ ბალახს ცეც
წაკითხვა