საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

307

რონი ო'სალივანმა 22 წლის ბელგიელთან წააგო

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-08-21 01:11:00

ლეგენდარულმა ინგლისელმა სნუკერისტმა რონი ო'სალივანმა ​ჩინეთის ღია პირველობაზე მეოთხედფინალურ ეტაპზე შეწყვიტა ბრძოლა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა 22 წლის ბელგიელ ლუკა ბრესელთან თითქმის მოგებული შეხვედრა სენსაციურად წააგო. 

ინგლისელი კომფორტული უპირატესობით - 4:1 იგებდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი ფრეიმი დათმო და 4:5 დამარცხდა. ბრესელმა ასიანი სერიის შესრულება ორჯერ შეძლო. 

ბრესელი ნახევარფინალში მარკ უილიამსს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში კი შონ მერფისა და ალისტერ კარტერის ბრძოლა შედგება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე