საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1603

შსს - ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის გავრცელების ფართობმა სავარაუდოდ 5 ჰექტარს გადააჭარბა

გამოქვეყნებულია 2017-08-21 01:07:00

​ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების ფართობმა სავარაუდოდ 5 ჰექტარს გადააჭარბა, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

​შსს-ს ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უწყების ცნობით, შსს-ს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე რჩება სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე. 

„​ძლიერი დაკვამლიანებისა და ქარის გამო, სპეციალისტთა რეკომენდაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს შესაძლებლობა აქვს, ღამის საათებში განახორციელოს ფრენა. თუმცა, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ღამის საათებში ვერტმფრენის მიერ ხანძრის ქრობისა და სამაშველო ოპერაციის განხორციელება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეკომენდებული არ არის. სპეციალისტების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციის მიღებისთანავე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი კვლავ მყისიერად ჩაერთვება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ამავდროულად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100-მდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის საჭირო სამუშაოებს“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ხანძარი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაჩნდა. 

თავდაპირველად ცეცხლი ბალახს მოედო, შემდეგ კი მწვანე ნარგავებზე გადავიდა. 

რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, სამუშაოებში ჩაერთნენ მოხალისეები, ასევე თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები. ცეცხლის ლოკალიზებისთვის, ადგილზე გამოიძახეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომელმაც მუშაობა დაღამებისას შეწყვიტა და დილიდან განაახლებს

ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე საათში, ხანძრის გავრცელების არეალმა ერთ ჰექტარს გადააჭარბა. 

ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ცოცხალი ძალით ცდილობდნენ. ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური თხრილების გავლება დაიწყო

სახანძრო ტექნიკის ხანძრის კერამდე მისაყვანად, გზის გაჭრის სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთო

აღნიშნული ტყის მასივი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც დაიწვა. 9 წლის წინ, 15 აგვისტოს ხანძარი დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქ ბორჯომის მიმართულებით, მდინარე გუჯარულას მარჯვენა სანაპიროზე გავრცელდა. ხანძარი 20 დღის განმავლობაში მძვინვარებდა და მისი გავრცელების არეალმა 950 ჰა შეადგინა. განადგურდა 250 ჰა ტყის მასივი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა მილიარდ ევრომდე მიაღწია. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა მილიარდ ევროს მიაღწია. ხანძრის გავრცელების ტერიტორიაზე ბინადრობდა ცხოველთა მრავალი სახეობა, მათ შორის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში (IUCN) გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სტატუსის მქონე ცხოველები.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს [ვიდეო]
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს [ვიდეო]
ფონიჭალაში, გიგანტის დასახლებაში სპეცოპერ
წაკითხვა
გლდანში ორი ცხედარი იპოვეს
გლდანში ორი ცხედარი იპოვეს
გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ა
წაკითხვა
გომბორის ტყეში ხანძარია
გომბორის ტყეში ხანძარია
გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. პირველ არხთან საუბრისას საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენელმა
წაკითხვა
გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია
გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია
გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი გორიჯვრის მთის ფერდობზე გაჩნდა. ხანძრის ჩ
წაკითხვა
თემქაზე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული - შსს მომხდარ ფაქტს იძიებს
თემქაზე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული - შსს მომხდარ ფაქტს იძიებს
თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრ
წაკითხვა
თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს
თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს
თბილისში, თემქაზე სროლა იყო.
წაკითხვა
ხანძარი ლონდონში - ტოტენჰემში ცეცხლს 100-მდე მეხანძრე ებრძვის
ხანძარი ლონდონში - ტოტენჰემში ცეცხლს 100-მდე მეხანძრე ებრძვის
ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში,
წაკითხვა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორჭოსანთან ხანძარია
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორჭოსანთან ხანძარია
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარ
წაკითხვა