საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

5562

ტერაქტში ეჭვმიტანილ იუნეს აბუიაქუბს დედამ სთხოვა, პოლიციას ჩაბარდეს

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-20 00:48:00

ბარსელონაში 17 აგვისტოს განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი იუნეს აბუიაქუბის ოჯახი, რომელიც კატალონიის ქალაქ რიპოლში ცხოვრობს, მომხდარის გამო  შეშფოთებულია.

22 წლის იუნეს აბუიაქუბის დედამ, ჰანო განიმმა ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა. დედამ ძებნაში მყოფ შვილს სთხოვა, სამართალდამცველებს ჩაბარდეს. მისი თქმით, ოჯახმა მხოლოდ ის იცოდა, რომ იუნეს აბუიაქუბი გერმანიაში სამუშაოდ წასვლას გეგმავდა.

„ვთხოვ მას, პოლიციას ჩაბარდეს. სჯობს ციხეში იჯდეს, ვიდრე მკვდარი იყოს. ისლამი ადამიანს მკვლელობისკენ არ მოუწოდებს, ისლამი მხოლოდ სიყვარულს და მშვიდობას ქადაგებს“, - აღნიშნა ჰანო განიმმა.

ტერაქტში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ იუნეს აბუიაქუბს ექსტრემისტებმა „გონება მოუწამლეს“ და ამ ნაბიჯისკენ უბიძგეს.

22 წლის იუნეს აბუიაქუბი, რომელიც ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოს ინფორმაციით ტერაქტის დროს რამბლაზე მინიავტობუსს მართავდა, ძებნაშია. კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დაკავებულია, ხუთი კი ლიკვიდირებული.

რამდენიმე საათის წინ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნასიო სოიდომ განაცხადა, რომ დაკავებულთა დაკითხვისა და ლიკვიდირებულთა საქმის შესწავლის შედეგად, ბარსელონაში მოქმედი ჯიჰადისტების დაჯგუფება გამოვლენილია.

ესპანური გამოცემა EL PAÍS წერს, რომ აღნიშნულ დაჯგუფებას შესაძლოა, რიპოლში მდებარე ერთ-ერთი მეჩეთის იმამი, აბდელბაკი ეს სატი ხელმძღვანელობდეს. იგი რიპოლში 2015 წლიდან ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. აბდელბაკი ეს სატის სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა. მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

EL PAÍS-ის ინფორმაციით, იმამმა რიპოლი ორი თვის წინ დატოვა, ნაცნობებს კი უთხრა, რომ საცხოვრებლად ბელგიაში აპირებდა გადასვლას.

წყარო: Antena3, EL PAÍS

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლონდონის მეტროში აფეთქებასთან კავშირში 18 წლის მამაკაცს მკვლელობის მცდელობაში ბრალი წაუყენეს
ლონდონის მეტროში აფეთქებასთან კავშირში 18 წლის მამაკაცს მკვლელობის მცდელობაში ბრალი წაუყენეს
ლონდონის მეტროში გასულ კვირას მომხდარ აფეთქებასთან კავშირში 18 წლის მამაკაცს მკვლელობის მცდელობაში ბრალი წაუყენეს. 
წაკითხვა
ლიონელ მესის კარიერაში საუკეთესო სტარტი აქვს
ლიონელ მესის კარიერაში საუკეთესო სტარტი აქვს
„ბარსელონას“ ლიდერმა, ლიონელ მესიმ კარიერაში სეზონის საუკეთესო სტარტი აჩვენა. 2017-18 წლების სეზონის სტ
წაკითხვა
 ხალხმრავალი აქციები ბარსელონაში - კატალონიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადგილობრივი მთავრობის 14 წევრია დაკავებული
ხალხმრავალი აქციები ბარსელონაში - კატალონიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადგილობრივი მთავრობის 14 წევრია დაკავებული
ბარსელონა ხალხმრავალმა აქციებმა მოიცვა. ესპანეთის პოლიციის მიერ კატალონიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადგილობრივი მთავრობის 14 წევრი
წაკითხვა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში კიდევ ორი მამაკაცი დააკავა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში კიდევ ორი მამაკაცი დააკავა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში კიდევ ორი მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგეტო Reuter
წაკითხვა
ესპანეთის მთავრობამ კატალონიას შესაძლოა, ავტონომიის სტატუსი გაუუქმოს
ესპანეთის მთავრობამ კატალონიას შესაძლოა, ავტონომიის სტატუსი გაუუქმოს
ესპანეთის მთავრობამ კატალონიას, შესაძლოა,
წაკითხვა
„ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ დემბელე თამაშს წლის ბოლოს შეძლებს
„ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ დემბელე თამაშს წლის ბოლოს შეძლებს
„ბარსელონას" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფორვარდი უსმან დემბელე 2017 წლის მიწურულს მო
წაკითხვა
ბესლანის ტერაქტის საქმის გადახედვასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო 19 სექტემბერს გადაწყვეტილებას გაასაჯაროებს
ბესლანის ტერაქტის საქმის გადახედვასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო 19 სექტემბერს გადაწყვეტილებას გაასაჯაროებს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხვალ, 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმ
წაკითხვა
ბრიტანეთში ტერაქტის შემდეგ გამოცხადებული საფრთხის უმაღლესი დონე ერთი კატეგორიით შეამცირეს
ბრიტანეთში ტერაქტის შემდეგ გამოცხადებული საფრთხის უმაღლესი დონე ერთი კატეგორიით შეამცირეს
დიდ ბრიტანეთში, 
წაკითხვა