საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

293

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი 21 აგვისტოს თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ერთიან კანდიდატებს დაასახელებს

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-17 13:06:00


არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი 21 აგვისტოს თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ერთიან კანდიდატებს დაასახელებს, - ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 კუკავას თქმით, ოპოზიციაში რომელი პარტიები არიან ერთობისთვის მზად, უკვე სურათი გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე ყველა დანტერესებულ ჯგუფთან, პირველ რიგში "დემოკრატიულ მოძრაობასთან" კონსულტაციებს რამოდენიმე დღეში დაასრულებენ,  ორაბათს კი თბილიის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ. 

როგორც კუკავამ აღნიშნა, საქართველოს სხვა ქალაქებში ერთიანი კანდიდატების წარდგენა ეტაპობრივად დაიწყება.

„როგორც ორშაბათამდე, აგრეთვე ორშაბათის შემდეგაც იმ იპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ერთობის იდეას ემხრობიან, კონსულტაციების კარი ღია რჩება და ნებისმიერი გონივრული კომპრომისისთვის მზად ვართ“, -განაცხადა კუკავამ.

კახა კუკავას თქმით, რამოდენიმე კვირის წინ "თავისუფალი საქართველოს" ინიციატივით თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის წარსადგენად ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციებში "დემოკრატიული მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და "ლეიბორისტები" მონაწილეობდნენ.

"ძალიან კარგი სტარტი იყო. მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი კანდიდატის დასახელება ოპოზიციისთვის გარანტირებული გამარჯვების წინაპირობა იქნებოდა. სამწუხაროდ, რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მერობის კანდიდატი დამოუკიდებლად დაასახელა. ჩვენთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო "პატრიოტთა ალიანსის" მიერ კანდიდატის  დასახელება. ისინ ჩვენი ყოფილი პარტნიორები არიან და საარჩევნო ბლოკში ერთად ვიყავით. ცოტათი გულდაწყვეტილები დავრჩით, რომ მათ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა ტელევიზიით შევიტყვეთ", - აღნიშნა კუკავამ.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჭიათურაში  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თხელიძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
ჭიათურაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თხელიძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
შეხვედრა გაიმართა ჭიათურაში. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი თხელიძის ქუჩაზე იმყოფებოდა. პაატა ნადირაძემ მოსახლეობას სი
წაკითხვა
„რესუბლიკურ პარტიას“ გორში არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატი არ ეყოლება
„რესუბლიკურ პარტიას“ გორში არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატი არ ეყოლება
„რესუბლიკურ პარტიას“ გორში არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატი არ ეყოლება. თუმცა პროპორციული სიის დარეგისტრირებისთვის  გორის ორგანიზ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი კახა კუკავას ბრალდებაზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი კახა კუკავას ბრალდებაზე
საზოგადოებრივი მაუწყებელი კახა კუკავას ბრალდებას ეხმაურება. საარჩევნ
წაკითხვა
მამუკა მდინარაძე - მარნეულის მერობის კანდიდატად კენჭს თეიმურაზ აბაზოვი იყრის, ამირან გიორგაძე კი საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება
მამუკა მდინარაძე - მარნეულის მერობის კანდიდატად კენჭს თეიმურაზ აბაზოვი იყრის, ამირან გიორგაძე კი საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება
„ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია - პარტიის გადაწყვეტილებით, მარნეულის მერობის კანდიდატად კე
წაკითხვა
მარნეულის მერობის ყოფილი კანდიდატის მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ
მარნეულის მერობის ყოფილი კანდიდატის მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ
თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის უკვე ყოფილი კანდიდატის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციის
წაკითხვა
კახა კალაძე - ჩემს თანაქალაქელებთან ერთად, ვიქნები ადამიანი, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს
კახა კალაძე - ჩემს თანაქალაქელებთან ერთად, ვიქნები ადამიანი, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქ
წაკითხვა
მარნეულში
მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ამირან გიორგაძე აღარ იქნება 
მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ამირან გიორგაძე აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს "ქართულ ოცნებ
წაკითხვა
კახა კალაძე თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციას მართავს
კახა კალაძე თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციას მართავს
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამ წუთებში საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული დედაქალაქის  ურბანული განვითარების
წაკითხვა