საზოგადოებრივი
104.5 FM
1277

სოფელ კახათში აქცია დასრულდა

ნატო ბერულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-13 19:28:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებს რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია შეხვდა და განუმარტა, რომ თხილის მოსავლის განადგურების გამო ზარალის შემსწავლელი კომისია უკვე შექმნილია. 

წოწერიას არ დაუკონკრეტებია, როდის და რა რაოდენობის ფულად კომპენსაციას მიიღებს მოსახლეობა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ვადა ოთხშაბათამდე მისცეს. თუ ზარალს სწრაფად არ დაითვლიან, აქციებს უკვე რაიონის გამგეობის წინ გამართავენ.

ზუგდიდის სოფლების, კახათისა და ახალი კახათის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ზუგდიდი-ანაკლიის გზა გადაკეტა.

მოსახლეობის მტკიცებით, მავნებლების გამო თხილის, სიმინდისა და ბოსტნეულის მოსავალი განადგურდა, რადგან ხელისუფლებამ შეწამვლითი სამუშაოები დააგვიანა. 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ზარალის აღწერა და კომპენსაციების მიღებაა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბარსელონაში კატალონიის ნაციონალური ასამბლეის დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია იმართება
ბარსელონაში კატალონიის ნაციონალური ასამბლეის დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია იმართება
ბარსელონაში კატალონიის ნაციონალური ასამბლეის დაკავებული წევრების, ჟორდი
წაკითხვა
ფოთში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფოთში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფოთის 31-ე საარჩევნო უბანზე მომხდართან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პ
წაკითხვა
 „არა პოლიტიკურ არჩევნებს“, - მოქალაქე თამაზ გაბისონია აქციას მართავს
„არა პოლიტიკურ არჩევნებს“, - მოქალაქე თამაზ გაბისონია აქციას მართავს
„არა პოლიტიკურ არჩევნებს“,  - ამ სლოგანით, ცენტრალურ საარჩევო კომისასთან აქციას მართავს მოქალაქე თამაზ გაბისონია. ის მოუწოდებს მოქალაქეებს,
წაკითხვა
კიევში მიმდინარე მიტინგის ორგანიზატორები სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით, განცხადებას დღეს გააკეთებენ
კიევში მიმდინარე მიტინგის ორგანიზატორები სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით, განცხადებას დღეს გააკეთებენ
კიევში უმაღლეს რადასთან მიმდინარე მიტინგი
წაკითხვა
თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები შეისწავლიან
თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები შეისწავლიან
თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ მდგო
წაკითხვა
თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები ქიმიის პედაგოგის მხარდამჭერ აქციას მართავენ
თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები ქიმიის პედაგოგის მხარდამჭერ აქციას მართავენ
თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები პ
წაკითხვა
ბარსელონაში საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
ბარსელონაში საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
ბარსელონაში საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრაციის ორგანიზატორები კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები არია
წაკითხვა
უკრაინის რადას ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელი კარის გადაკეტვა სცადეს
უკრაინის რადას ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელი კარის გადაკეტვა სცადეს
კიევში, უკრაინის რადას ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელი კარის გადაკეტვა სცადეს.
წაკითხვა