საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

482

მესტიაში ხანძარი ლოკალიზებულია

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-13 19:28:00

მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩასაქარობად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ვერტმფრენი გამოიყენა. 

როგორც პირველ არხს სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თორნიკე გვაზავამ განუცხადა, რთული რელიეფის გამო, შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გზიდან სულ ცოტა 2-3 კილომეტრი იყო გასავლელი.

მისი თქმით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია. მუშაობს სამაშველო სამსახურები, გარემოს დაცვის სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობასთან ერთად. ცეცხლის ჩასაქრობად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერტმფრენები გამოიყენა“, - - განაცხადა მესტიის გამგებელმა.

წინასწარი მონაცემებით, მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე ხანძრის შედეგად დამწვარია 1 ჰექტრამდე მიწის ფართობი.

„ცალ-ცალკე კერები არის დარჩენილი და ვებრძვით ყველა კერას. ხეების უმრავლესობა გადარჩენილია, იმიტომ რომ ცეცხლი ბალახზე იყო მოდებული“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შსს - ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის გავრცელების ფართობმა სავარაუდოდ 5 ჰექტარს გადააჭარბა
შსს - ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის გავრცელების ფართობმა სავარაუდოდ 5 ჰექტარს გადააჭარბა
​ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მიმ
წაკითხვა
ბორჯომის გამგებელი - ქარი ჩადგა, მაგრამ ხანძრის გავრცელების საშიშროება​ არსებობს
ბორჯომის გამგებელი - ქარი ჩადგა, მაგრამ ხანძრის გავრცელების საშიშროება​ არსებობს
​სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზება ამ დრო
წაკითხვა
სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე - ფიზიკურად შეუძლებელია, სოფელ დაბამდე ჩამოვიდეს ხანძარი
სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე - ფიზიკურად შეუძლებელია, სოფელ დაბამდე ჩამოვიდეს ხანძარი
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილ
წაკითხვა
ხანძრის კერასთან სახანძრო ტექნიკის შესაყვანად, სამუშაოები სოფელ ყვიბისის მხრიდან მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე [ფოტო/ვიდეო]
ხანძრის კერასთან სახანძრო ტექნიკის შესაყვანად, სამუშაოები სოფელ ყვიბისის მხრიდან მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე [ფოტო/ვიდეო]
სოფელ
წაკითხვა
მეხანძრეები ცეცხლის კერამდე მძიმე ტექნიკით მიღწევას სოფელ ყვიბისის მხრიდან შეეცდებიან
მეხანძრეები ცეცხლის კერამდე მძიმე ტექნიკით მიღწევას სოფელ ყვიბისის მხრიდან შეეცდებიან
სოფელ ყვიბ
წაკითხვა
​რა ხდება სოფელ დაბასთან - ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება [ვიდეო]
​რა ხდება სოფელ დაბასთან - ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება [ვიდეო]
​სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცუდი ხილვადობის გამო, სასაზღვრო პო
წაკითხვა
​თორნიკე გვაზავა - საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ არსებობს
​თორნიკე გვაზავა - საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ არსებობს
​დამაჯერებლად გეუბნებით, რომ საცხოვრებელ
წაკითხვა
ხანძრის კერასთან ტექნიკის შეყვანას სპეციალური ბილიკის მეშვეობით ცდილობენ
ხანძრის კერასთან ტექნიკის შეყვანას სპეციალური ბილიკის მეშვეობით ცდილობენ
სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომ
წაკითხვა