საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

488

სოფელ ერგნეთში საფეხბურთო სტადიონი მოეწყობა

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-13 19:01:00

სოფელ ერგნეთში საფეხბურთო სტადიონი მოეწყობა, რომელსაც ექნება განათება, დამონტაჟდება სადრენაჟე და სარწყავი სისტემები, აშენდება სულ მცირე 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სამსაჯო და დელეგატთა ოთახები.

მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. კეთილმოწყობილ არენაზე საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „სამაჩაბლო“ ითამაშებს. 

სტადიონის მოწყობის იდეა ადგილობრივებს ეკუთვნით, რასაც მხარი დაუჭირეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და მისმა მოადგილემ სიმონ გულედანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა სოსო მაკრახიძემ და შიდა ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი რევაზიშვილმა.

მიმდინარე წლის ივნისში, შიდა ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციამ ბავშვთა ტურნირი სწორედ ერგნეთში ჩაატარა და მაშინ უეფა-ს 19-წლამდელთა თასი კონფლიქტის ზონაში ჩაიტანეს, ინიციატორები კი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ლევან კობიაშვილი იყვნენ. 

ერგნეთში იმყოფებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელი, უეფა-ს მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია - მან სტადიონის ტერიტორია დაათვალიერა და ინიციატორებს მშენებლობის სტანდარტებიც გააცნო.

„ამ სტადიონის მოწყობით დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. მას სათავეში უდგანან ზურა ნარუაშვილი, ბეჟან მაჭარაძე, გიორგი სამხარაძე, ანზორ კასრაძე. პარლამენტიდან მიშა ყაველაშვილი ეხმარებათ, რეგიონული ფედერაციიდან გია რევაზიშვილი. ერგნეთის მოსახლეობა მხარში უდგას საფეხბურთო კლუბი „სამაჩაბლო“, - ამბობს კვარაცხელია.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ზუგდიდში უეფას  სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის ფლიგელების მშენებლობა დასრულდა
ზუგდიდში უეფას სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის ფლიგელების მშენებლობა დასრულდა
ზუგდიდში უეფას  სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის ფლიგელების მშენებლობა დასრულდა. 
წაკითხვა
ზუგდიდს უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონი ექნება
ზუგდიდს უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონი ექნება
ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამჟამად ყველა ფლიგელის მშენებლობა და
წაკითხვა
ოკუპაციის მუზეუმი ოკუპირებული ტერიტორიიდან 50 მეტრში და ცოცხალი ჯაჭვი ე.წ. საზღვართან
ოკუპაციის მუზეუმი ოკუპირებული ტერიტორიიდან 50 მეტრში და ცოცხალი ჯაჭვი ე.წ. საზღვართან
ოკუპაციის მუზეუმი ოკუპირებული ტერიტორიიდან 50 მეტრში. ერგნეთში 9 წლის წინანდელი ჭურვების ნამსხვრევები, შეიარაღების და სამხედრო ფორმების ფრა
წაკითხვა
სტადიონზე ამოსულ ხეს გულშემატკივრის პასპორტი და კლუბის მაისური „გადასცეს“
სტადიონზე ამოსულ ხეს გულშემატკივრის პასპორტი და კლუბის მაისური „გადასცეს“
პარაგვაიში, საფეხბურთო კლუბ „რეზიტენციას“ ოფიციალურ წევრად კლუბის სტადიონზე ამოსული ხე „მიიღე
წაკითხვა
მურატ ჯიოევი - მინდორში ხშირია ხანძრის შემთხვევები, ამიტომ გავაკეთეთ ხნული
მურატ ჯიოევი - მინდორში ხშირია ხანძრის შემთხვევები, ამიტომ გავაკეთეთ ხნული
ე‌რგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე,
წაკითხვა
 ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას განიხილავენ
ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას განიხილავენ
საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას განიხილავენ ერგნეთში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფმა
წაკითხვა
ერგნეთის შეხვედრაზე ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხებზე მსჯელობენ
ერგნეთის შეხვედრაზე ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხებზე მსჯელობენ
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სხდომაზე ე.წ. ბორდერიზაციი
წაკითხვა
რა საკითხებს განიხილავენ მხარეები ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მორიგ შეხვედრაზე
რა საკითხებს განიხილავენ მხარეები ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მორიგ შეხვედრაზე
საოკუპაციო ხაზთან  მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი და  ბერშუეთსა და სობისში ახალი ბანერები  იქნება საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე. &
წაკითხვა