საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

357

კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გავაუმჯობესოთ

გამოქვეყნებულია 2017-08-13 17:07:00

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა და შესაბამისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს.

„მინდა, შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება-ეს არის ეკოლოგია. არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენელობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა,”-აღნიშნავს კახა კალაძე.

თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.
„პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, მე ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება დააწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში,”-აცხადებს მერობის კანდიდატი. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზეც საუბრობს.

მისი თქმით, მოხდება მოსახლეობისთვის, დასაქმებულისთვის და თბილისის ეკოლოგიისთვის უსაფრთხო სამუშაოების წარმოება ქალაქის ნებისმიერ წერტილში. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის განმარტებით, შემუშავდება პარკებისა და სკვერების განვითარების ერთიანი ხედვა.

„მხოლოდ ერთი ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის, მისი განლაგებიდან და პერსპექტივაში ურბანული განვითარების გეგმიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ თბილისში გვაქვს დაახლოებით 1400-მდე სკვერი და პარკი, რომელსაც სისტემატური ზრუნვა და განახლება სჭირდება. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება იქნება ყველასთვის სასიამოვნო. ასევე, მნიშვნელოვანია, თბილისში არსებული რეკრეაციული პოტენციალის მქონე სივრცეების ათვისება. მტკვრის მიდამოებში ჩვენ გვაქვს უამრავი აუთვისებელი ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოვაწყოთ დასვენების ზონები და გამწვანებული სივრცეები. თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. ყველაფერი ეს, რაზეც ვისაუბრე, მთლიანობაში, უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას, სადაც ჩვენი შვილები, მომავალი თობები გაიზრდებიან. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება,”-ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახი კალაძე - აშენდება ახალი ხიდები და ესტაკადები, გამოთავისუფლდება რკინიგზის ტერიტორია
კახი კალაძე - აშენდება ახალი ხიდები და ესტაკადები, გამოთავისუფლდება რკინიგზის ტერიტორია
თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ მორიგ ვიდეომიმართვაში ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აუცილებლად შესამუშავებე
წაკითხვა
კახა კალაძე - ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის, ქალაქის დასახიჩრებისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს
კახა კალაძე - ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის, ქალაქის დასახიჩრებისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს
"ქართული ოცნების" დედაქალაქის მ
წაკითხვა
კახა კალაძე - თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი
კახა კალაძე - თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, თ
წაკითხვა
კახა კალაძე - აუცილებელია, ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება
კახა კალაძე - აუცილებელია, ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს ეკოლოგიური განვითარების ერთია
წაკითხვა
კახი კალაძე - სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს
კახი კალაძე - სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს
ჩემი აზრით, სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.
წაკითხვა
კახა კალაძე -  გაუცხოება,რომელიც ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებობს, სიყვარულით და ძმობით უნდა დავარეგულიროთ
კახა კალაძე - გაუცხოება,რომელიც ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებობს, სიყვარულით და ძმობით უნდა დავარეგულიროთ
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენას - „ო
წაკითხვა
კახა კალაძე - ღამის თბილისს უსაფრთხოება, შესაბამისი რეგულაციები და უბნებში გადანაწილება სჭირდება
კახა კალაძე - ღამის თბილისს უსაფრთხოება, შესაბამისი რეგულაციები და უბნებში გადანაწილება სჭირდება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „ღამი
წაკითხვა
კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და შესაბამისად, ბევრი შემომწირველი, სიმართლე გითხრათ, გაცილებით მეტსაც მოველოდი
კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და შესაბამისად, ბევრი შემომწირველი, სიმართლე გითხრათ, გაცილებით მეტსაც მოველოდი
„ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდ
წაკითხვა