საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

3724

თბილისში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

გამოქვეყნებულია 2017-08-13 16:49:00

თბილისში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე,  რიგითი შ.ლ.  და კაპრალი ი.ბ. დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც ამჟამად არამიანცის, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიების წინასწარი იფნორმაციით ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რიგით შ.ლ-ს და კაპრალ ი.ბ-ს ოჯახებს უსამძიმრებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აწარმოებს",-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ინფორმაცია დღევანდელი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაახლოებით 11.00 საათზე გავრცელდა.

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს დღეს ჩამოასვენებენ
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს დღეს ჩამოასვენებენ
ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქარ
წაკითხვა
ავღანეთში, ბაგრამის ბაზასთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
ავღანეთში, ბაგრამის ბაზასთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის
წაკითხვა
ქართველი და უცხოელი სამხედროების მხიარულება ვაზიანში [ვიდეო]
ქართველი და უცხოელი სამხედროების მხიარულება ვაზიანში [ვიდეო]
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურ გა
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრომ „დელტას“ 5 მლნ. ლარის ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფხუტები შეუკვეთა
თავდაცვის სამინისტრომ „დელტას“ 5 მლნ. ლარის ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფხუტები შეუკვეთა
ქართული ჯარი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამ
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროში პირველი ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა
თავდაცვის სამინისტროში პირველი ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა
პირველი ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა თავდაცვის სამინისტროში.
წაკითხვა
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ ჩატარდება 
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ ჩატარდება 
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორ
წაკითხვა
ქართულ ჯარს უკრაინული ხორცით მოამარაგებენ - თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი ხდება
ქართულ ჯარს უკრაინული ხორცით მოამარაგებენ - თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი ხდება
თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი ხდება. საქმე ეხება ბოლო ტენდერს, რომლის მიხედვით, ქართულ ჯარს ადგილობრივის ნაცვლად უკრ
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება
თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნუ
წაკითხვა