საზოგადოებრივი
104.5 FM
882

კახა კალაძე - აუცილებელია, ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება

გამოქვეყნებულია 2017-08-13 16:30:00

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა და შესაბამისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს.

„მინდა, შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება-ეს არის ეკოლოგია. არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში.  დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენელობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა,”-აღნიშნავს კახა კალაძე.

თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,  განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.

„პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, მე ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება დააწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში,”-აცხადებს მერობის კანდიდატი.

 
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახა კალაძე კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგებით ლიდერობს
კახა კალაძე კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგებით ლიდერობს
პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის
წაკითხვა
კახი კალაძე - მზად ვარ შრომისთვის და მზად ვარ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს
კახი კალაძე - მზად ვარ შრომისთვის და მზად ვარ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს
ჩვენ ცესკო-ს მიერ ხმების დათვლას დაველოდე
წაკითხვა
კახი კალაძე - ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებსა და წუხილებზე, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს
კახი კალაძე - ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებსა და წუხილებზე, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს
პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
ირაკლი კობახიძე - კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
საარჩევნო ადმინისტრაციას პატივი უნდა ვცეთ
წაკითხვა
ერთ-ერთი ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს და მეორე ტური მოსალოდნელი არ არის
ერთ-ერთი ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს და მეორე ტური მოსალოდნელი არ არის
ერთ-ერთი ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემე
წაკითხვა
კახა კალაძე - გამარჯვებამდე რამდენიმე საათი დარჩა
კახა კალაძე - გამარჯვებამდე რამდენიმე საათი დარჩა
პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - „ქართული ოცნების“ პირობებში, უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად, გამჭვირვალედ ჩატარება და ყოველი შემდგომი არჩევნები კიდევ უფრო მეტი პოზიტივით არის სავსე
გიორგი კვირიკაშვილი - „ქართული ოცნების“ პირობებში, უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად, გამჭვირვალედ ჩატარება და ყოველი შემდგომი არჩევნები კიდევ უფრო მეტი პოზიტივით არის სავსე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკ
წაკითხვა
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, აბა, გამარჯვებამდე
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, აბა, გამარჯვებამდე
ყველა უნდა გავერთიანდეთ, მოვიდეთ არჩევნებ
წაკითხვა