საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

225

ულტრანაციონალისტურ აქციებს ვირჯინიაში მსხვერპლი მოჰყვა

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-13 11:09:00


 ულტრანაციონალისტურ აქციებს ვირჯინიაში მსხვერპლი მოჰყვა, ათობით ადამიანი დაშავდა

ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში ულტრანაციონალისტების მიერ გამართული აქცია შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

გვიან ღამით მომიტინგეების მასაში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. საქმეს ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო ფედერალური ბიურო იძიებს.

ულტრამემარჯვენეები აქციას ორი დღეა მართავენ. მათ პოლიციაზე იერიში მიიტანეს, რასაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით უპასუხეს. შარლოტსვილის მერმა ულტრამემარჯვენე დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა.

ვირჯინიაში მომხდარ ინციდენტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეთნიკური ნიშნით სიძულვილის ადგილი არ არის.

„მე ვესაუბრე ვირჯინიის შტატის გუბერნატორს. ჩვენ მომხდარი ძალიან გვაწუხებს. მოვუწოდებ დემონსტრანტებს, შეწყვიტონ აქციები, რომელიც შუღლს, სიძულვილს და რასიზმს აღვივებს.“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ულტრანაციონალისტების აქცია ვირჯინიაში - შარლოტსვილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ულტრანაციონალისტების აქცია ვირჯინიაში - შარლოტსვილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ვირჯინიის
წაკითხვა
ქვემო ფონიჭალაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ქვემო ფონიჭალაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთ
წაკითხვა
ვირჯინიაში გამართული ულტრანაციონალისტების აქცია შეტაკებებში გადაიზარდა
ვირჯინიაში გამართული ულტრანაციონალისტების აქცია შეტაკებებში გადაიზარდა
აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილ
წაკითხვა
კონგოში, ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეტაკებისას 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
კონგოში, ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეტაკებისას 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეტაკებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლ
წაკითხვა
კალიფორნიაში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კალიფორნიაში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კალიფორნიის ქალაქ სანტა მონიკაში უცნობმა პირმა პარკში ცეცხლი გახსნა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 
წაკითხვა
სომალის დედაქალაქში ტერაქტს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
სომალის დედაქალაქში ტერაქტს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
სომალის დედაქალაქში, აფეთქების შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. თავდასხმა
წაკითხვა
სამხრეთ აფრიკაში სტადიონზე ჭყლეტისას ორი ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკაში სტადიონზე ჭყლეტისას ორი ადამიანი დაიღუპა
ორი წამყვანი სამხრეთაფრიკული გუნდის - „კაიზერ
წაკითხვა
ბოდრუმში, ღამის კლუბში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბოდრუმში, ღამის კლუბში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის ქალაქ ბოდრუმში სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაიჭრა. როგორც გაზეთი „
წაკითხვა