საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

171

სოფიო სომხიშვილი კადეტებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-13 11:03:00

სოფიო სომხიშვილმა (+70 კგ.) კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე დაამარცხა პოლონელი კინგა ვოლშჩაკი, ბრაზილიელი ლუიზა კრუზი და ტუნისელი ფატი აბიდი.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სომხიშვილმა. ხორვატ ჰელენა ვუკოვიჩს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და კადეტთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა.

საერთო ჩათვლაში, ჩვენი დელეგაცია მე-6 ადგილზე გავიდა: სომხიშვილის გარდა, საქართელომ კიდევ 3 მედალი მოიპოვა: ვაჟებში ჩემპიონი ლაშა ბექაური ( 73კგ.), გახდა, ლუკა კაპანაძე ვერცხლის (55 კგ.) მფლობელია, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (-63კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე