საზოგადოებრივი
104.5 FM
1358

ბათუმში 15 მაშველი დააჯილდოეს

გამოქვეყნებულია 2017-08-13 10:56:00


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ, ბათუმში, 15 მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოეს.

შსს-ს ინფორმაციით,  მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვისსანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ამავე პერიოდში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი მოეწყო. ასევე, გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება დამსვენებელთა გაფრთხილება ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შსს-ს მაშველებმა ადიდებული მტკვრიდან მამაკაცი გამოიყვანეს
შსს-ს მაშველებმა ადიდებული მტკვრიდან მამაკაცი გამოიყვანეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გ
წაკითხვა
შსს-ს მაშველებმა ოზურგეთში მწყემსს დახმარება აღმოუჩინეს
შსს-ს მაშველებმა ოზურგეთში მწყემსს დახმარება აღმოუჩინეს
შსს-ს მაშველებმა ოზურგეთში მწყემსს დახმარ
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, მეხანძრე-მაშველებისთვის ანაზღაურების ზრდაა საჭირო
არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, მეხანძრე-მაშველებისთვის ანაზღაურების ზრდაა საჭირო
წელს მეხანძრე-მაშველებმა დაამტკიცეს, რომ ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
პროექტი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ დასრულდა. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები, რომლებმაც კონსტიტუციის თემატიკაზე ესეები შექმნეს, დღეს საქა
წაკითხვა
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
განათლების სამინისტროში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. 
წაკითხვა
რას ნიშნავს მაღლა აწეული მუშტი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს
რას ნიშნავს მაღლა აწეული მუშტი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს
მეხიკოში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო სამუშაოების ამსახველ ფოტოებში ხშირად ჩანდნენ ადამიანები, რომელთაც მაღლა აწეული ხელები მუშტად ჰ
წაკითხვა
არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენი ცდილობს - რა ვითარებაა წაღვერში
არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენი ცდილობს - რა ვითარებაა წაღვერში
წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. პროცესში ავიაციაც ჩაერთო. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი წიწვოვან ტყეში გაჩენილი
წაკითხვა
არჯევანიძეების ტყის წიწვოვანი ნაწილი იწვის - რა ვითარებაა წაღვერში
არჯევანიძეების ტყის წიწვოვანი ნაწილი იწვის - რა ვითარებაა წაღვერში
ერთი თვის შემდეგ ბორჯომის ხეობა ისევ სტიქ
წაკითხვა